როგორ დავხატოთ გული ფანქრით
გულის დასახატად მოამზადეთ საშუალო სირბილის ფანქარი, საშლელი და ქაღალდის მჭიდრო ფურცელი. დაიკავეთ ფანქარი თავისუფლად ისე, რომ ხელი არ იყოს დაძაბული. წერტილის დასმით აღნიშნეთ ფურცლის ცენტრი, მანდ იქნება თქვენი გულის საწყისი. წერტილიდან მარჯვნივ ხელის ნაზის მოძრაობით დაიწყეთ ნახევარ-წრის გავლება, შემდეგ ცოტათი ზევით, შემდეგ ქვევით, თანდათან გაასწორეთ იგი, ხაზი დაასრულეთ წერტილით. ყურადღებით შეამოწმეთ - ქვედა წერტილი ზუსტად უნდა მდებარეობდეს "საწყისი წერტილის" ქვევით, ასეთ შემთხვევაში თქვენი დახატული გული პროპორციული იქნება.
ახლა, როცა დაასრულეთ ერთი ხაზი, თქვენ უნდა დახატოთ მეორე - ზუსტად პირველის პარალელური, მაგრამ ახლა ნახევარ-წრე უნდა გაავლოთ მარცხენა მხარეს. ხაზის გასმა დაიწყეთ ერთი წერტილიდან და დაასრულეთ მეორესთან. გულის სუფთა ნახატის მისაღებად აიღეთ საშლელი და ფრთხილად წაშალეთ დასმული წერტილები.