როგორ მოვამზადოთ კორკოტი
თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ მშრალი ან გაფუებული ხორბალი. გაფუებული ხორბლის შეძენის შემთხვევაში, მიაქციეთ ყურადღება, რომ ის არ იყოს ამჟავებული. თავის დაზღვევის მიზნით, გირჩევთ შეიძიოთ მშრალი ხორბალი. ამავდროულად, მშრალი ხორბლის შეძენის შემთხვევაში, თქვენ გეძლევათ საშუალება განსაზღვროთ მისი რეალური ზომა.
პირველ რიგში, ხორბალი გაარჩიეთ კარგად, გარეცხეთ და დადგით მოსახარშად. ამასობაში გარეცხეთ ქიშმიში, ოდნავ მოხრაკეთ ნიგოზი და გაატარეთ ის ხორცის საკეპი მანქანის მსხვილ ბადეში. შეგიძლიათ დანაყოთ ან დაჭრათ ნიგოზი.