როგორ გავწვრთნათ კავკასიური ნაგაზი - rogor.ge

როგორ გავწვრთნათ კავკასიური ნაგაზი

 

მწვრთნელებისთვის ძალიან უსიამოვნო რამ გამომდინარეობს - კავკასიურები წვრთნისას ცდილობენ მაქსიმალურად ეფექტურად გამოავლინონ თავისი აგრესია, რაც გამოიხატება იმაში, რომ ეძებენ მწვრთნელის აღჭურვილობაში სუსტ ადგილებს, მცდელობაში - გვერდი აუარონ აღჭურვილობას.

 

ამ ჯიშის დამახასიათებელი თავისებურება არის საშინელი ძალის კბენა, დაფერთხვა და მსხვერპლის სხეულის სხვა ფრაგმენტზე გადართვა. კავკასიურების მფლობელებს არ უყვართ შეჯიბრებში მონაწილეობა იმის გამო, რომ ნაგაზები ვერ ეთვისებიან ამ საქმეს. კავკასიური ნაგაზი არის უმაღლესი კლასის მცველი, დაუპატიჟებელი აგრესორების დაშოშმინების სრულყოფილი მანქანა, გამოფენაზე ავლენს სიჯიუტეს, გრძნობს სიტუაციის ხელოვნურობას და უაზრობას. ამის გამო, ზოგიერთი უმნიშვნელო უნარ-ჩვევის განმტკიცებისთვის პატრონს სრულიად არაადეკვატური ძალისხმევა სჭირდება.

 

არასდროს და არავითარ შემთხვევაში არ გაავლოთ პარალელი კავკასიურის წვრთნის მეთოდებს და სხვა მსხვილი ჯიშების, მაგალითად, გერმანული ნაგაზის წვრთნის წესებს შორის. გახსოვდეთ, რომ კავკასიური ნაგაზი - თავდადებული მსახური და მუშაკი კი არ არის, არამედ ამაყი და გონიერი ძაღლი, რომელიც გააზრებულად ექცევა გარემომცველ სამყაროს და ძალიან რთულად აღიქვამს ცნება „გაწვრთნას“კავკასიურები სრულიად „რეალურები“ არიან. უკვე მე-2 მე-3 მეცადინეობაზე ისინი უარს აცხადებენ იმუშაონ და ამის მიზეზი ამ ჯიშის „შეზღუდულობაში“ კი არა არის, არამედ იმაში, რომ მწვრთნელებს ელემენტარულად არ ესმით ძაღლის ფსიქოლოგია.

 

არასდროს გამოიყენოთ წვრთნისას ბრძანებები, რომელთა შესრულება ეწინააღმდეგება კავკასიური ნაგაზის ბუნებას. 99% შემთხვევებში არაფერი გამოგივათ! დამახასიათებელ მაგალითად გამოდგება ბრძანება „აპორტ“-ის დამუშავება. „აპორტირების“ რეფლექსი გამოვლინებული არა არის კავკასიურებში და ამ მიმართულებით თქვენი მცდელობა განწირულია წარუმატებლობისა, და ხშირად სერიოზული კონფლიქტისთვის.

 

რა თქმა უნდა, კავკასიურის გაწვრთნა შესაძლებელი და აუცილებელია, ოღონდ უნდა გვახსოვდეს, რომ წვრთნის წარმატება პირველ რიგში დამოკიდებულია ძაღლებთან კონტაქტის ხარისხზე, უნარზე - მიმიკით, ინტონაციით, ღვედის მოქაჩვით გააგებინო და აგრძნობინო ძაღლს რა გჭირდება მისგან. რა შევასწავლოთ კავკასიურ ნაგაზს?! სპეციალისტთა აზრით, კავკასიურმა პირველ რიგში უნდა შეითვისოს: > გადაადგილება ბრძანებაზე „გვერდში!“ > მოძრაობის შეწყვეტა ბრძანებაზე „სდექ!“ > ბრძანება „არ შეიძლება!“ ან „ტაბუ!“, რაც ზოგადად აკრძალვას ნიშნავს. > ბრძანება „ადგილზე!“ > ბრძანება „ჩემთან!“ > ბრძანება „კბილი!“ სადრუნჩის ტარების ჩვევებთან შეხამებით.

 

ბრძანება „ჩემთან!“ შესრულების მაგალითები განსხვავებულ ცხოვრებისეულ სიტუაციებსა და სხვადასხვა გარემოცვის პირობებში. > მუშაობა შეჯიბრზე (საჩვენებელი გამოსვლებზე) - ბრძანების შესრულების პროცენტი 10 დან 10 (100%); > მუშაობა ქუჩაში უცხო ძაღლების თანდასწრებით - შესრულების პროცენტი 10 მოხმობიდან 8 შესრულება (80%); > მუშაობა უცხო ადამიანების თანდასწრებით, რეალურ სიტუაციაში, ქუჩაში - 10 მოხმობიდან 7 შესრულება (70%); > მუშაობა უცხო ადამიანების თანდასწრებით, რომლებიც აქტიურად იქცევიან - 10 დან 4 (სულ 40%); > მუშაობა აგრესიულად მოქმედი უცხო ადამიანების გარემოცვაში, ან როცა არღვევენ ვარლაის მიერ დასაცავი ტერიტორიის საზღვრებს - 10 დან 1 (სულ 10%)

 

ზემოთ მოყვანილი მაგალითიდან გამომდინარე აბსოლუტურად დაუშვებელია კავკასიურის დატოვება ხალხმრავალ ადგილზე (მაგალითად მაღაზიასთან), ღვედისა და „სადრუნჩის“ გარეშე. ორი წლის ასაკითვის უცხო ადამიანების გარემოცვაში ერთობლივი სეირნობის უნარ-ჩვევები ძაღლს საფუძვლიანად უნდა ჰქონდეს ათვისებული, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება პატრონის სტატუის „გამცილებლის“ სტატუსად შეგეცვალოთ.