როგორ მოვამზადოთ პოპკორნი (ბატი-ბუტი) - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ პოპკორნი (ბატი-ბუტი)

პირველ რიგში შეეცადეთ ყიდვისას კარგი ხარისხის მარცვლები შეიძინოთ, ამისათვის კი იყიდეთ ცნობილ მარკეტებში. სამზარეულოში მოიმარგეთ და გაამზადეთ ყველა საჭირო ნივთი და პროდუქტი.

პირველ ჯერზე, გირჩევთ მცირე რაოდენობით მოამზადოთ პოპკორნი. აიღეთ მცირე რაოდენობით მარცვლები და დარწმუნდით, რომ გასუფთავებულია. მარცვლებს არ უნდა ქონდეს შეყოლილი სხვადასხვა მცირე ნაწილაკები. დაადგით ტაფა საშუალო ცეცხლზე, მოასხით მცირე რაოდენობით ზეთი.

არსებობს ბატიბუტის მომზადების ორი ხერხი. შესაძლებელია ის მომზადდეს ტკბილად, ანუ შაქრით და მლაშე - მარილის გამოყენებით. ზეთის დასხმის შემდეგ მოაყარეთ მარილი ან შაქარი გემოვნებით. დააფარეთ ხუფი და დაელოდეთ ტაფის კარგად გახურებას. ეს უკანასკნელი მნიშვნლეოვანია, რომ ხუფი ძალიან კარგად ეფარებოდეს.

მას შემდეგ, რაც ტაფა გახურდება დააყარეთ სასურველი რაოდენობით მარცვლები. დააფარეთ მაშინვე ხუფი. დაელოდეთ 2-3 წუთი, მაქსიმუმ 5. შეატყობთ და გაიგონებთ ხმებს, რომ სკდება მარცვლები და ბატიბუტად გადაქცევა. როგორც კი ხმაური შემცირდება გათიშეთ გაზი, ეს ნიშნავს რომ ის უკვე მზადაა. შეგიძლიათ მიუჯდეთ ტელევიზორს და უყუროთ საყვარელ ფილმს.