როგორ მოვუაროთ წიგნებს
დასაწყისისათვის აჯობებს, რომ შეარჩიოთ სწორი ადგილი ბიბლიოთეკისათვის. თქვენს მიერ შერჩეული ადგილი არ უნდა იყოს ნესტიანი (ნესტს შეუძლია ძლიერ დააზიანოს თქვენი წიგნები), ასევე წიგნებს არ უნდა ეცემოდეს მზის სხივები.
შეეცადეთ ჩაატაროთ თქვენი ბიბლიოთეკის შემოწმება თვეში ერთხელ მაინც. თუ აღმოჩენთ ობს რომელიმე წიგნზე აუცილებლად მოაშორეთ ის (სასურველია ბამბით, რომელიც გაჟღენთლია წყალბადის ზეჟანგით). გადაწმინდეთ მტვერი.
უმჯობესია თაროებზე წიგნები მწკრივებად დააწყოთ, ნუ დაალგებთ მათ ძალიან მჭიდროდ. როცა რომელიმე წიგნის გამოღება გსურთ, ნაზად მოეპყარით, ნუ გამოწევთ ყდით, ის შეიძლება მარტივად გახიოთ.