როგორ დავალაგოთ ურთიერთობა მამინაცვალთან
შენ შეიძლება გენატრებოდეს ღვიძლი მამა. ეს ყველაფერი ნორმალური მოვლენაა, ბოლო ბოლო ის შენი უახლოესი ადამიანია, მაგრამ უმჯობესია იყო საკუთარ თავთან გულახდილი და აღიარო, რომ იურთიერთობო მამინაცვალთან, როგორც ახალ მასწავლბელთან, ან სულ დაადანაშაული ის განქორწინებაში ეს გაგირთულებს ცხოვრებს შენც და ყველას. დაუმეგობრდი მას. დაიმახსოვრე, ემეგობრო მამინაცვალს არ ნიშნავს ღვიძლი მამის ღალატს!
შენ შეიძლება იგრძნო თავი თითქოს არავის არაფერში სჭირდები. ამ დროს ხომ დედის ყურადღება და სიყვარული მამინაცვლისკენაა მიმართული, შენთვის ნაკლებადცნობილი ადამინისკენ. თხოვე დედას შენთან ერთად გაისეირნოს, ან გაგყვეს მაღაზიებში, კაფეში. კიდევ შეიძლება მოიფიქრო რამე საქმიანობა, რომელიც საშუალებას მოგცემთ დრო გაატაროთ ერთად. ამ ხერხით შენ შეძლებ პირისპირ გაატარო დრო დედასთან და იგრძნო მისი სიახლოვე. ესაუბრე მას დადებითზე და პოზიტიურზე, ნუ დაიწყებ წუწუნს და პრეტენზიების წამოყენებას.