როგორ შევაყვაროთ თავი ბიჭს
იყავით ბუნებრივი. თუ გსურთ, რომ იგივე მიიღოთ სხვისგან - არ ეცადოთ იყოთ ის, ვინც არ ხართ სინამდვილეში. მოდუნდით, იყავით თავისუფალი და არ ეცადოთ ყურადღების სპეციალურად მიქცევას. მოიქეცით ზუსტად ისე, როგორც გსურთ და როგორც იქცევით ხოლმე.
თუ გსურთ, რომ მამაკაცში "გააღვიძოთ მტაცებელი", გახდით გაუჩინარებადი ნადავლი. დაიჭირეთ დისტანცია და არ მისცეთ შეხების უფლება, განსაკუთრებით, საწყის ეტაპზე. მიაქციეთ რაც შეიძლება ცოტა ყურადღება. უკეთესი იქნება თუ გაუკეთებთ იგნორირებას და მოერიდებით, მაგრამ ყოველთვის დაუტოვეთ მამაკცს თქვენი კეთილდანწყობის მოპოვების, დაუფლების შანსი. აბსოლუტური მიუკარებლობის შთაბეჭდილების შექმნის დროს მთავარია არ გარიყოთ პარტნიორი. გააღიზიანეთ, გააგებინეთ, რომ ამ დევნაში მას აქვს წარმატების მიღწევის შანსი.