როგორ მივიქციოთ იმ ბიჭის ყურადღება, რომელიც მოგვწონს
იზრუნეთ გარეგნულ მხარეზე ტყუილად არ ამბობენ, რომ პირველი შთაბეჭდილების დროს მთავარია გარეგნული მხარე. ბიჭისათვის, რომელიც არ გიცნობთ, პირველ რიგში მნიშვნელოვანია გარეგნობა. ამიტომაც შეეცადეთ გამოიყურებოდეთ უნაკლოდ. მაგრამ არ არის საჭიროა ამ პროცესში საკუთარ ინტერესებზე უარის თქმა. მაშინაც კი, თუ თქვენს რჩეულს მოსწონს როკი და მოტოციკლები, ხოლო თქვენ გაწყობთ მხოლოდ რომანტიული კაბები, არ არის საჭირო ტყავის ჩაცმა. გადაკვეთის წერტილების მოძებნა ასეთ შემთხვევებში შეიძლება სხვა სფეროში. ამიტომაც, აქცენტი გააკეთეთ მსუბუქ მაკიაჟსა და ლამაზ ვარცხნილობაზე.
გაიგეთ მის შესახებ მეტი შეეცადეთ იპოვოთ საერთო ნაცნობები, დაინტერესდით უცნობი ბიჭის ჩვევებითა და გატაცებებით. ასევე ზედმეტი არ იქნება მისი ოჯახური სტატუსის გაგება. შესაძლოა მას უკვე ჰყავდეს რჩეული. თუ თქვენ შეძლებთ მისი სახელისა და გვარის გაგებას, მაშინ თქვენს დასახმარებლად მოვლენ სოციალური ქსელები :) იშვიათია ისეთი ადამიანი, რომელსაც არ აქვს ანგარიში რომელიმე ინტერნეტ-საზოგადოებაში. თქვენთვის საინტერესო პიროვნების სოციალურ ქსელებში პოვნით, ბევრად უფრო მარტივი გახდება მის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და საერთო ნაცნობების გამონახვა.