როგორ აღვიდგინოთ მკერდი ბავშვის კვების შემდეგ
მიირთვით ყოველდღე 100 გრამი უცხიმო ხორცი ან თევზი და დალიეთ ერთი ჭიქა რძე. ამინომჟავების შემცველი ცხოველურ ცილები, სარძევე ჯირკვლებში კოლაგენის გამომუშავებისათვის, ასრულებენ ჩარჩოს ფუნქციას. სწორედ კოლაგენია პასუხისმგებელი მკერდის ელასტიურობასა და ტონუსზე. მიიღეთ ვიტამინი С ტაბლეტის ფორმით ან ყოველდღიურად დალიეთ ციტრუსების ახლადდაწურული წვენი. ასკორბინის მჟავა, ასევე ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებასა და სისხლძარღვების კედლების გამაგრებას.
ჩაიტარეთ წყლის პროცედურები. კონტრასტული შხაპიი, წყლის ჭავლის მასაჟი - ამ ყოველდღიურ, მარტივ მოქმედებებს შეუძლიათ გააუმჯობესონ სისხლის მიმოქცევა, რის შედეგადაც მკერდი გახდება უფრო მკვრივი და დაჭიმული. ყოველდღიურად ჩაიტარეთ კონტრასტული კომპრესები: ჯერ რამდენიმე წუთით მიიდეთ ცხელ წყალში დასველებული პირსახოცი, შემდეგ კი - ცივ წყალში დასველებული.