როგორ გავისუფთავოთ ღვიძლი ტოქსინებისგან
ღვიძლის ჯანმრთელობაზე დიდი გავლენა აქვს ხარისხიან კვებას - მისი ჯანმრთელობისათვის, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ზემოქმედების მთავარი წყაროს. საკვებისგან მიღებული ყველა კომპონენტი სისხლთან ერთად გადის ღვიძლში და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიდევნება ორგანიზმიდან. თუმცა მათი დიდი ნაწილი ილექება ბალასტის სახით და ამცირებს ღვიძლის ფილტრაციულ შესაძლებლობას.
ღვიძლი წმენდს სისხლს არა მარტო ტოქსინებისგან, არამედ მის ძირითად ფუნქციად შეიძლება ჩაიტვალოს სისხლის მკვდარი ერითროციტებისგან გაწმენდა, რომელთა სტაგნაციის შემთხვევაშიც თავისუფლდება პიგმენტი - ბილირებინი. სწორედ ღვიძლი, ნაღვლის ბუშტთან ერთად, არის პასუხისმგებელი მის გადამუშავებასა და უტილიზირებაზე. მისი სტაგნაციის შემთხვევაში ყალიბდება "ბილიბურინული საცობები", რომლებიც არღვევენ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ფუნქციონირებას.