როგორ ვუმკურნალოთ მენოპაუზას (კლიმაქსს) ვარჯიშებით (ქალებისთვის) - rogor.ge

როგორ ვუმკურნალოთ მენოპაუზას (კლიმაქსს) ვარჯიშებით (ქალებისთვის)

 

ვარჯიში 1 საწყისი მდგომარეობა: წევხართ სწორ, მაგარ ზედაპირზე; ხელები - ტანის გასწვრივაა, ფეხები - მოხრილი; გაშალეთ ორივე ფეხი და ასწიეთ ისე, რომ ტანთან მიმართებაში იყოს 15 გრადუსით; დაჭიმეთ ტერფები და გადაწიეთ წინ; შემდეგ დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. გაიმეორეთ ეს ვარჯიში 4-5-ჯერ.

 

ვარჯიში 2 საწყისი მდგომარეობა: დგახართ მუხლებზე, ორივე ხელი გადაჭდობილი გაქვთ კისერთან (უკან); გასწორდით, შემდეგ დაიხარეთ ჯერ მარცხნივ, შემდეგ მარჯვნივ ისე, რომ დახრისას მთელი ტანი იყოს მოძრაობაში; შეასრულეთ ასეთი დახრა 7-10-ჯერ თითოეულ მხარეს.

 

ვარჯიში 3 საწყისი მდგომარეობა: წევხართ იატაკზე, ფეხებით გიჭირავთ ბურთი ისე რომ იგი მოქცეული იყოს კოჭებს შორის; ასწიეთ ბურთი იმგვარად, რომ ფეხები ტანთან მიმართებაში იყოს 15 გრადუსით; ფეხების (ბურთთან ერთად) აწევა განახორციელეთ ჩახუნთქვისას; საწყისი მდგომარეობას დაუბრუნდით - ამოსუნთქვისას.

 

ვარჯიში 4 საწყისი მდგომარეობა: დგახართ სწორად, ფეხები - განზე; ორივე ხელის მტევანი გადააჭდეთ ერთმანეთზე და განახორციელეთ მსუბუქი ზეწოლა მუცელზე ისე, რომ დგომის პოზა არ შეცვალოთ; შეასრულეთ აღნიშნული ვარჯიში 5-6-ჯერ.

 

ვარჯიში 5 საწყისი მდგომარეობა: დგახართ სწორად, ფეხები - განზე; ორივე ხელის მტევანი გადააჭდეთ ერთმანეთზე უკან (წელზე); მსუბუქათ დააწექით წელის არეს და დაიხარეთ მთელი ტანით წინ ისე, რომ არ შეცვალოთ დგომის პოზა; შეასრულეთ 7-8 ისეთი მოძრაობა.

 

ვარჯიში 6 საწყისი მდგომარეობა: წევხართ გვერდულად; ფეხები მოხრილი გაქვთ იმგვარად, რომ ერთი არის მეორის ზემოთ; მუხლში მაქსიმალურად მოხარეთ ის ფეხი, რომელიც ზემოთაა, შემდეგ პაუზის გარეშე გაასწორეთ იგი და ენერგიულად აიქნიეთ სხეულის პერპენდიკულარულად; გაიმეორეთ მოძრაობა 3-4-ჯერ; შემდეგ შემოტრიალდით და იგივენაირი ვარჯიშიშეასრულეთ მეორე ფეხით.