როგორ გამოვიყენოთ ასფურცელა - rogor.ge

როგორ გამოვიყენოთ ასფურცელა

 

ასფურცელა მრავალწლიანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. მისი სწორმდგომი ღეროები შიშველია ან ბუსუსებითაა დაფარული. სიმაღლით 50-150 სმ-ის, ღერო მყარია და მის ზემო ნაწილში დატოტვილია. მერქნისებური ფესურა ჰორიზონტალური და გახევებულია. ფოთლები მორიგეობითაა განლაგებული ღეროზე, რომელთა ფრთისებ დაყოფილი სეგმენტები ხაზურ-ლანცეტაა. კალათა-ყვავილედი დიამეტრით 12სმ-ია აქვს ნახევარფერული ფორმა და ღეროს წვერში ფარისებრადაა შეკრებილი. ყვავილები ყვითელი ან ნარინჯისფერია. ნაყოფი მოგრძო, წიბოვანი თესლურაა, რომლის კიდე მრგვალკბილიანია.

 

ასფურცელა ივლის-სექტემბერში ყვავილობს, თესლი კი აგვისტო-სექტემბერში მწიფდება. ასფურცელა გავრცელებულია ტყეებში, ტყის პირზე, ბუჩქნარებში, ქვიშიან კარიერებში, ნაგვიან ადგილებზე და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გვხვდება.

 

სამკურნალო პრეპარატების დასამზადებელ ნედლეულად იყენებენ ასფურცელას ყვავილებს, ეს ყვავილები შეიცავენ ფლავონოიდებს, ეთერზეთებს, ალკალოიდებს და მწარე ნივთიერებებს.

 

ასფურცელას პრეპარატები გამოიყენება ღვიძლის ნაღვლის სადინარების, კუჭისა და თორმეტგოჭა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების და ჰელმინთოზების სამკურნალოდ.

 

ასფურცელას შემდეგნაირად იყენებენ: 1 ს/კ მცენარის ყვავილებს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, შევფუთოთ და 1 საათით დავაყენოთ, შემდეგ გავფილტროთ. მივიღოთ 5-6 ს/კ დღის განმავლობაში.