ციტრუსოვანთა ფრთათეთრა Dialeurodes citri Rileyet How
ციტრუსოვანთა ფრთათეთრა გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, კერძოდ აჭარაში, აფხაზეთსა და სამეგრელოში. მწერის ორივე წყვილი ფრთა ერთი ზომისა და ფერისაა, არ გააჩნიათ ლაქები და დამტვერილნი არიან რძისფრად. მოსვენებულ მდგომარეობაში მყოფი მწერის მუცელს მისი ფრთები ბრტყელი სახურავის მსგავსად ფარავენ. ფრთათეთრას სხეული მკრთალი
ყვითელი ფერისაა, ულვაშები-შვიდნაწევრიანი. ორივე სქესის წარმომადგენელი თითქმის ერთი ზომისაა. ციტრუსოვანთა ფრთათეთრა ზამთრობს მატლისა და იშვიათად - პუპარიუმის ფაზაში. იმაგოს გამოფრენა ხდება მაისში. მავნებელი კვერცხებს დებს გაფანტულად, მკვებავი მცენარეების ფოთლებზე. შესაძლებელია ერთსა და იმავე ფოთლებზე რამდენიმე
დედალმა ფრთათეთრამ დადოს კვერცხი. ამიტომ, კვერცხების რაოდენობა ერთ ფოთოლზე ზოგჯერ ძალიან დიდია. დასავლეთ საქართველოში მავნებლის კვერცხის პროდუქცია 130-200 ცალს შეადგენს. რაც შეეხება ფრთათეთრას დამოკიდებულებას ტემპერტურისადმი, კერძოდ ყინვაგამძლეობას, აღსანიშნავია, რომ მას შეუძლია გაუძლოს იმ დაბალ ტემპერატურასაც, რომელიც ზამთარში აღმოსავლეთ საქართველოსთვისაა დამახასიათებელი. ეს ფაქტი კი თავისთავად ქმნის ფრთა-თეთრას გავრცელების, აკლიმატიზაციისა და მავნეობის პოტენციალის გამოვლენის საშიშროებას აღმოსავლეთ საქართველოშიც. ციტრუსოვანთა
მავნებლის მკვებავი მცენარეებია: მანდარინი, ფორთოხალი, მსხალი, ხურმა, ჩაის ბუჩქი და სხვ.
ბრძოლის ღონისძიებები
ციტრუსოვანთა ფრთათეთრას წინააღმდეგ საუკეთესო შედეგს იძლევა ქიმიური მეთოდების გამოყენება. ეკოლოგიურად გამართლებულია
სოკო აშერსონიას (
Aschersonia aleurodes) სუსპენზიის შესხურება.