როგორ მოვამზადოთ ტრენდული შოკოლადის პასქა „ფერერო როშე“
საფუარის მომზადება
თბილ რძეში დაამატეთ საფუარი, შაქარი და ფქვილი. კარგად აურიეთ და დატოვეთ თბილ ადგილას დაახლოებით 20 წუთით, სანამ მასა არ ამოფუვდება.
კვერცხის მომზადება
კვერცხის გულები შაქართან, ვანილთან და მარილთან ერთად ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებული მასა შეურიეთ უკვე გამზადებულ საფუარს.
ცომის მოზელა
დაამატეთ ფქვილი და კაკაო, კარგად მოურიეთ. ბოლოს შეიყვანეთ რბილი კარაქი და მოზილეთ ცომი იქამდე, სანამ გლუვ ტექსტურას არ მიიღებთ. ცომს გადააფარეთ ტილო და დადგით თბილ ადგილას 1.5 - 2 საათით, რომ მოცულობაში საგრძნობლად მოიმატოს.
ფორმებში განაწილება
ამოფუებული ცომი გადაანაწილეთ საცხობ ფორმებში ისე, რომ მხოლოდ 1/3 შეავსოთ. დატოვეთ კიდევ 40 წუთი ფორმებში ამოსასვლელად.
გამოცხობა
გამოაცხვეთ 180°C-მდე გაცხელებულ ღუმელში დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში.
შიგთავსის დამატება
როდესაც პასქა გაცივდება, ფრთხილად მოაჭერით თავი (გუმბათი), ამოაჭერით რბილობი შუა ნაწილიდან და შიგნიდან შეავსეთ ნუთელათი, თხილით და თეთრი შოკოლადის ნატეხებით.
მორთვა
დააფარეთ პასქას მოჭრილი თავი და ზემოდან მოასხით გამდნარი შოკოლადი. სურვილისამებრ, დამატებით გააფორმეთ თხილით ან თეთრი შოკოლადის ზოლებით.
