„ჭკვიანი თითები“ – კავშირი მოტორიკასა და აზროვნებას შორის
შემოქმედებითი ეტაპები ასაკის მიხედვით
იმისათვის, რომ ბავშვმა შემოქმედებითი პროცესით მაქსიმალური სარგებელი მიიღოს, აქტივობები მის ასაკობრივ შესაძლებლობებს უნდა შეესაბამებოდეს:
● 1-დან 3 წლამდე - ეს არის აღმოჩენების ხანა. ამ ასაკში საუკეთესოა ფაქტურებთან შეხება: თითებით ხატვა ან რბილ ცომთან თამაში. მთავარი მიზანი გარემოსთან ფიზიკური კონტაქტი და ახალი შეგრძნებების მიღებაა.
● 3-დან 5 წლამდე - იწყება ფორმების შესწავლის ეტაპი. ბავშვები სწავლობენ მაკრატლისა და წებოს გამოყენებას, რაც მათში მოთმინებასა და კონცენტრაციის უნარს აყალიბებს.
● 5-დან 8 წლამდე - შემოქმედება სიუჟეტური ხდება. ბავშვს უკვე შეუძლია ნამუშევრის მეშვეობით ამბავი მოყვეს. ამ ეტაპზე განსაკუთრებით ეფექტურია ნარჩენი მასალებისგან (მუყაოს ყუთები, ბუნებრივი მასალები) სათამაშოების აწყობა.
პრაქტიკული რეკომენდაციები მშობლებისთვის
შემოქმედებისადმი ინტერესის გაღვივება ხშირად მარტივი, ყოველდღიური ნაბიჯებით იწყება. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა რამდენიმე რეკომენდაცია გაითვალისწინონ. აქვე აღსანიშნავია, „ბიბლუსი“ მომხმარებლებს სთავაზობს მარტივ და ბიუჯეტურ გამოსავალს. ეს არის ხელსაქმისა და სამხატვრო ბოქსები. თითოეულში 20-მდე დასახელების თემატური ნივთია მოთავსებული და ღირებულება მხოლოდ 35 ლარია. ბოქსი იდეალურია სასაჩუქრედაც. კრაფტის ყუთში დაგხვდებათ: აკრილის საღებავები, ფერადი თექა, სილიკონის ჩხირები, მშრალი წებო, ფუნჯის ჭიქა, მოქნილი თხელი მავთულები დაფარული ფუმფულა ქსოვილით, სხვადასხვა ფერის, ფერადი ბრჭყვიალა ფხვნილი, ბრჭყვიალა წებო, ფუნჯი, ფერადი ჟატის ქაღალდი, მაკრატელი. სამხატვრო ყუთში კი მოთავსებულია: ფერადი, პასტელი ზეთის ფერის ფანქრები, ფუნჯის ჭიქა, სათლელი, ფერადი ფანქრები, გუაში, სახატავი რვეული, ბრჭყვიალა წებო, ფუნჯი, ფერადი ჟატის ქაღალდი და მაკრატელი.
არ არსებობს „არასწორი“ ფერი. თუ ბავშვმა მზე ლურჯად დახატა, ეს მისი ფანტაზიის გამოვლინებაა. მნიშვნელოვანია არა ნახატის რეალისტურობა, არამედ ის ემოცია, რასაც ბავშვი პროცესისგან იღებს.
გიზიარებთ რეკომენდაციებს:
● აღიარება და წახალისება მნიშვნელოვანია. სახლში მოწყობილი პატარა „გალერეა“, სადაც ბავშვის ნამუშევრებია გამოფენილი, საგრძნობლად მაღლა სწევს მის თვითშეფასებას.
● რესურსები უნდა იყოს ხელმისაწვდომი. სასურველია, სახლში არსებობდეს „შემოქმედებითი კუთხე“, სადაც ბავშვს ნებისმიერ დროს შეეძლება ფანქრებისა და ქაღალდის აღება უფროსის დახმარების გარეშე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ რესურსების საყიდლად ბავშვთან ერთად წახვიდეთ. ამით მას დამატებით მოტივაციას შესძენთ. საუკეთესო ადგილი კი „ბიბლუსია“, სადაც არტისა და კრაფტის მრავალფეროვან არჩევანთან ერთად, სასიამოვნო სიახლეც დაგხვდებათ ბოქსების სახით.
● მშობლის ჩართულობა პროცესში ზრდის მოტივაციას. ერთობლივი ხატვა ან ხელსაქმე აძლიერებს ემოციურ კავშირს და პროცესს უფრო სახალისოს ხდის.
გახსოვდეთ, ხელსაქმე და ხატვა უფრო მეტია, ვიდრე უბრალო გასართობი. ეს არის ემოციების მართვისა და თავდაჯერებულობის მოპოვების გზა, რომელიც ბავშვს მთელი ცხოვრება სჭირდება.
R