როგორ მივიღოთ მაგნიუმი საკვებიდან: 9 პროდუქტი, რომელიც შავ შოკოლადზე მეტ მინერალს შეიცავს
ყავისფერი ბრინჯი
1 ჭიქა მოხარშული ყავისფერი ბრინჯი შეიცავს 79 მგ მაგნიუმს (დღიური ნორმის 18%). ეს თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე შოკოლადში. იგი ეხმარება ორგანიზმს სისხლში შაქრის დონის დარეგულირებასა და ინსულინის სეკრეციაში.
კარტოფილი

ერთი საშუალო ზომის კანიანი კარტოფილი 49 მგ მაგნიუმს შეიცავს. კვლევების თანახმად, კარტოფილის რეგულარული მიღება აუმჯობესებს რაციონის ხარისხს, რადგან ის ასევე მდიდარია კალიუმით, თუთიითა და C ვიტამინით.
არაქისის კარაქი
2 სუფრის კოვზში 54 მგ მაგნიუმია. მისი რაციონში ჩართვა ამცირებს ქრონიკული დაღლილობისა და კუჭ-ნაწლავის პრობლემების რისკს, რაც ხშირად დეფიციტითაა გამოწვეული.
ედამამე (სოიოს მარცვლები)
1 ჭიქა პროდუქტი 99 მგ მაგნიუმს შეიცავს (ნორმის 24%). მაგნიუმის ნაკლებობა ზრდის მეორე ტიპის დიაბეტისა და მაღალი არტერიული წნევის რისკს, ედამამე კი ამ რისკების პრევენციის საუკეთესო გზაა.
ხორბლის ბურღული
1 ჭიქა დაღერღილი ხორბალი 65 მგ მაგნიუმის წყაროა. კვლევები აჩვენებს, რომ მაგნიუმით მდიდარი დიეტა პირდაპირ კავშირშია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ინსულტის რისკის შემცირებასთან.
ისპანახი
![]()
ნახევარი ჭიქა მოხარშული ისპანახი 79 მგ მაგნიუმს შეიცავს. მიუხედავად იმისა, რომ ისპანახში არსებული ოქსალატები ოდნავ აფერხებენ მინერალების ათვისებას, ის მაინც რჩება მაგნიუმის ერთ-ერთ საუკეთესო წყაროდ.
ჩიას თესლი
28 გრამი ჩიას თესლი 95 მგ მაგნიუმს შეიცავს. ეს ორჯერ მეტია შავ შოკოლადთან შედარებით. ჩია ეფექტურია დიაბეტისა და გულის დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში.
ნუში
სულ რაღაც ერთი მუჭა ნუშით (28 გრ) დღიური ნორმის 18%-ის შევსება შეგიძლიათ. ნუში ხელს უწყობს სისხლძარღვების გაფართოებას, რაც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და არეგულირებს ელექტროლიტების ბალანსს.
სოიოს რძე
1 ჭიქა სოიოს რძეში 61 მგ მაგნიუმია, რაც ორჯერ აღემატება ძროხის რძის მაჩვენებელს. გარდა ამისა, ის მდიდარია ცილითა და სასარგებლო ცხიმებით.