არცერთ საშუალებას ასე კარგად არ გაუწმენდია: ყვითელი უნიტაზი ქათქათა გახდა - rogor.ge

არცერთ საშუალებას ასე კარგად არ გაუწმენდია: ყვითელი უნიტაზი ქათქათა გახდა

როგორ გავწმინდოთ უნიტაზი - ლაიფჰაკი დასუფთავების ექსპერტებისგან

ტუალეტის დალაგება სახლში ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო საქმეა, რადგან არავის უყვარს აგრესიულ ქიმიურ საშუალებებთან, მაგალითად მათეთრებელთან შეხება. თუმცა, არსებობს ბაქტერიებისგან თავის დაღწევის უფრო უსაფრთხო გზებიც. მიუხედავად იმისა, რომ მათეთრებელი ყველაზე პოპულარულ საშუალებად ითვლება, როდესაც საქმე უნიტაზის შიგნიდან გაწმენდას ეხება, ის მაინც არ არის ყველაზე უსაფრთხო ვარიანტი.

ასეთ საშუალებას შეუძლია სრულად გაწმინდოს ზედაპირი, მაგრამ მას შეუძლია კანის დამწვრობა გამოიწვიოს. უფრო მეტიც, მათეთრებელი გამოყოფს ქლორის ორთქლს, რომელიც მავნებელია ფილტვებისთვის, ამიტომ მასთან მუშაობისას ყოველთვის დიდი სიფრთხილეა საჭირო. ინტერნეტში უამრავი ნატურალური ალტერნატივაა შემოთავაზებული, როგორიცაა ძმარი ან ლიმონმჟავა, მაგრამ ეს საშუალებები ეფექტურია მხოლოდ ლაქების (მაგალითად, კირქვის ნადების) მოსაშორებლად და ბაქტერიებს ბოლომდე ვერ ანადგურებს.

კანადური დასუფთავების სამსახურის (Hella Maid) ექსპერტმა, აჰმედ მეზილმა ბრიტანულ გამოცემა Express-ს გაუზიარა მეთოდი, თუ რით გავწმინდოთ უნიტაზი, რომ ის ბრწყინავდეს. ის გვთავაზობს გამოვიყენოთ წყალბადის ზეჟანგი, რომელიც, მისი თქმით, შესანიშნავად უმკლავდება ბევრ სახეობას ბაქტერიებისა. გარდა ამისა, ზეჟანგი სრულიად უსაფრთხოა და არ გამოყოფს ტოქსიკურ ორთქლს, ამიტომ თქვენს ჯანმრთელობაზე ნერვიულობა არ მოგიწევთ.

მეზილმა დეტალურად განმარტა პროცესი:

საჭიროა შეიძინოთ ჩვეულებრივი 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი, ჩაასხათ უნიტაზში და დატოვოთ 20 წუთით. შემდეგ ჩარეცხეთ წყალი და შიდა მხარე ჯაგრისით გახეხეთ - დაინახავთ, რომ ყველა ლაქა გაქრა. თუ უფრო რადიკალური ეფექტის მიღწევა გსურთ, შეგიძლიათ ზეჟანგი პულვერიზატორში გადაიტანოთ, უნიტაზს გარედან მოასხათ და სუფთა ტილოთი გადაწმინდოთ. ექსპერტი გვირჩევს ამ ლაიფჰაკის კვირაში ერთხელ გამოყენებას — ეს საგრძნობლად გააადვილებს დალაგების პროცესს და ტუალეტში სისუფთავეს დიდხანს შეინარჩუნებს.