: თუ ტრადიციული თურქული ყავა მოგბეზრდათ, აი რა შეგიძლიათ დაამატოთ მას - rogor.ge

თუ ტრადიციული თურქული ყავა მოგბეზრდათ, აი რა შეგიძლიათ დაამატოთ მას

თურქული ყავა ხალვით (ნამდვილი გურმანებისთვის)

1-1773135150.jpg

ეს ვარიანტი ყავას კრემისებრ ტექსტურას და აღმოსავლურ სიტკბოს სძენს.

მომზადება: სანამ ყავას ჯეზვეში (თურქაში) მოსადუღებლად დადგამთ, ცივ წყალში გახსენით ერთი ჩაის კოვზი რბილი მზესუმზირის ან თხილის ხალვა. კარგად აურიეთ, სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება, დაამატეთ ყავა და მოადუღეთ ჩვეული წესით.

შაქარი აღარ დაგჭირდებათ – ხალვა თავად მისცემს საჭირო სიტკბოს.

ყავა დარიჩინითა და თაფლით (იმუნიტეტისთვის)

qava-darichinit-da-taplit-1773135191.jpg

ეს კომბინაცია არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ძალიან სასარგებლოა, განსაკუთრებით გაზაფხულზე.

მომზადება: ყავის მოდუღებისას ჯეზვეში ჩაამატეთ ერთი მწიკვი დარიჩინი. როდესაც ყავას ჭიქაში გადმოასხამთ, აცადეთ 1-2 წუთი, რომ ოდნავ შეგრილდეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაამატეთ ნახევარი ჩაის კოვზი თაფლი (ცხელ წყალში თაფლი სასარგებლო თვისებებს კარგავს).

არაბული სტილი: ყავა ილით (კარდამონით)

qava-ilit-1773135231.jpg

ეს კლასიკური არაბული რეცეპტია, რომელიც თურქულ ყავას საოცარ, ეგზოტიკურ არომატს სძენს.

მომზადება: ილის მარცვალი ოდნავ დაჭყლიტეთ ან გამოიყენეთ დაფქული ილი (დანის წვერით). დაამატეთ ის ყავასთან ერთად ჯეზვეში. ილი ანეიტრალებს კოფეინის მძიმე ეფექტს და ყავას უფრო „მსუბუქს“ ხდის ორგანიზმისთვის.

ყავა შავი პილპილითა და მარილით (ენერგიის ბომბი)

qava-pilpilit-1773135288.jpg

თუ გემოვნების რეცეპტორების „გაღვიძება“ გსურთ, ეს ვარიანტი თქვენთვისაა. მარილი ხსნის ყავის სიმწარეს, ხოლო პილპილი სიმკვეთრეს მატებს.

მომზადება: მოდუღებამდე დაამატეთ სულ რამდენიმე გრანულა მარილი და ერთი მწიკვი ახლადდაფქული შავი პილპილი. შედეგი გაგაოცებთ – ყავის ნამდვილი გემო გაცილებით მკვეთრად გამოჩნდება.

ნარინჯისფერი დილა: ყავა ფორთოხლის ცედრით

unnamed-1-1773135486.jpg

ფორთოხლისა და ყავის ტანდემი შოკოლადის ეფექტს ქმნის და განწყობას მომენტალურად აუმჯობესებს.

მომზადება: გახეხეთ ფორთოხლის ცედრის მხოლოდ ნარინჯისფერი ნაწილი (მწვანე ან თეთრი სიმწარეს მისცემს). ნახევარი ჩაის კოვზი ცედრა მოადუღეთ ყავასთან ერთად. სერვირებისას შეგიძლიათ ჭიქას ფორთოხლის ნაჭერიც კი დაუმატოთ.