კვირის ჰოროსკოპი: ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - rogor.ge

კვირის ჰოროსკოპი: ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ორშაბათი, 2 მარტი, 2026

ჰოროსკოპის მიხედვით დღეს საოცარი დღეა, როცა ემოციები პიკს აღწევს და ვნება ნებისმიერ წამს შეიძლება აფეთქდეს. მოსალოდნელია ახალი რომანტიკული ნაცნობობა. თუმცა, დღეს სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია, ამიტომ ფრთხილად იყავით სხვების გრძნობებითა და ნერვებით თამაშისას — დღეს ეს განსაკუთრებით სახიფათოა. ემოციურობის გამო დღე არახელსაყრელია მოლაპარაკებებისთვის, ბიზნესისთვის და ისეთი საქმეებისთვის, სადაც გრძნობების სიჭარბე, რბილად რომ ვთქვათ, უადგილოა. ფულად საკითხებში შესაძლებელია უკიდურესობები და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები, ამიტომ თავი შეიკავეთ შოპინგისგან და ზოგადად, გაუფრთხილდით ფულს.

სამშაბათი, 3 მარტი, 2026

დღევანდელი ჰოროსკოპი წარმატებას გპირდებათ ყველაფერში, რაც დაკავშირებულია ორგანიზაციულ საკითხებთან და კომუნიკაციასთან. დღე საუკეთესოა კომპრომისების მოსაძებნად, რთული სიტუაციების მოსაგვარებლად, ასევე ნებისმიერი ღონისძიებისთვის — ოფიციალური მოლაპარაკებებიდან დაწყებული, მეგობრულ წვეულებამდე დამთავრებული. გარშემომყოფებთან ურთიერთობისას შეიძლება სპონტანურად წარმოიქმნას მწვავე მომენტები, თუმცა თქვენთვის საკმაოდ ადვილი იქნება სიტუაციის კონტროლი და სერიოზულ კონფლიქტამდე არმიყვანა. წარმატებული დღეა საკუთარი საქმეების მოსაწესრიგებლად და მათი სწორი მიმართულებით წარმართვისთვის.

ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026

დღეს ჰოროსკოპში ჭარბობს არა ლოგიკური გათვლები, არამედ საკმაოდ მძაფრი ემოციები. ეცადეთ, არ აჰყვეთ ამ სტიქიას, არამედ მიმართეთ ის საჭირო კალაპოტში. დღე დაუთმეთ შემოქმედებას, ურთიერთობებს, ბუნებაში სეირნობას და მკაფიო შთაბეჭდილებები გარანტირებული გექნებათ. საქმიან საკითხებში კი მზად იყავით იმისთვის, რომ ყველა ურთიერთობა დღეს პირადი სიმპათია-ანტიპათიის პრინციპით აიგება. ფორმალური თვალსაზრისით, ეს არც ისე სწორია, თუმცა რეალობაში სიმპათიები ბიზნეს-ურთიერთობებში დიდ როლს თამაშობს. ასე რომ, საქმეებშიც ნუ ეცდებით ზედმეტად გონებასა და ლოგიკას მიმართოთ — თუ დარწმუნებული ხართ თქვენს ქარიზმაში, იმოქმედეთ!

ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026

დღეს ჰოროსკოპი არ გაძლევთ საფუძველს, რომ გარშემომყოფებისგან წესრიგსა და დისციპლინას ელოდოთ — ეს თვითნებობისა და თავისებური აზროვნების დღეა. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ნებისმიერმა მცდელობამ ვინმეზე ზეწოლა მოახდინოთ ან სხვის საქმეებში ჩააბათ, შეიძლება მტკიცე წინააღმდეგობა გამოიწვიოს. დღე ასევე დატვირთული იქნება კამათით. თუ გსურთ გამარჯვებული გამოხვიდეთ, ნუ ეცდებით ოპონენტის გადათქმევინებას. გაცილებით გონივრული იქნება მასთან საერთო ინტერესების პოვნა და პირადი კონტაქტის დამყარება. მაშინ წარმოქმნილი სიმპათია მას თქვენს მხარეს უფრო მეტად გადმოიბირებს, ვიდრე ნებისმიერი არგუმენტი.

პარასკევი, 6 მარტი, 2026

დღეს ვარსკვლავები გიბიძგებენ საკუთარ გრძნობებზე კონცენტრირებისკენ და თუ ნეგატივს დანებდებით, მთელი დღე შეიძლება ჩაგეშალოთ. ეცადეთ, წყენა გულთან ახლოს არ მიიტანოთ — მან შეიძლება ღრმა კვალი დატოვოს. სამაგიეროდ, თუ პოზიტიურ მომენტებზე ფოკუსირდებით და ყურადღებას არ მიაქცევთ გამაღიზიანებელ წვრილმანებს, დღე ძალიან პროდუქტიული იქნება. ამ შემთხვევაში, თქვენი ენერგიულობა, მაღალი შრომისუნარიანობა და შეუპოვრობა, რაც ამ დღისთვისაა დამახასიათებელი, უდავოდ გაგიღებთ წარმატების კარს.

შაბათი, 7 მარტი, 2026ნუ გაგიკვირდებათ, თუ დღეს მოულოდნელად ეჭვიანობის ნესტარს იგრძნობთ ან თქვენზე იეჭვიანებენ — ვარსკვლავები სწორედ ამისკენ გიბიძგებენ, ამიტომ ეცადეთ, არ მისცეთ ამ გრძნობას გაღვივების საშუალება. უმჯობესია ურთიერთობის გარკვევა სამომავლოდ გადადოთ. სხვა მხრივ კი, დღევანდელი ჰოროსკოპი სულაც არ არის ცუდი; ის გპირდებათ ენერგიულობასა და დაუღალაობას ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში, მათ შორის სიყვარულშიც.

კვირა, 8 მარტი, 2026

დღევანდელი ჰოროსკოპი ძალიან ხელსაყრელია შემოქმედებითი მიგნებებისა და სიყვარულისთვის, მაგრამ არც ისე კარგია ყოველდღიური რუტინული სამუშაოსთვის. ამ დღეს უბრალო კომპლიმენტმაც კი შეიძლება გული გაგიდნოთ და შეუძლებლის დაჯერება გაიძულოთ, ხოლო უწყინარმა ხუმრობამ ან შენიშვნამ — უკმაყოფილების მთელი ქარიშხალი გამოიწვიოს. რა თქმა უნდა, ასეთმა ემოციურმა „საქანელამ“ შეიძლება ურთიერთობას სიმძაფრე შემატოს, თუმცა არ დაგავიწყდეთ დროულად გაჩერება, რომ მერე დაუფიქრებელი საქციელი არ ინანოთ. და კიდევ: იდეები, რომლებიც დღეს თავში მოგივათ, შეიძლება ძალიან ღირებული აღმოჩნდეს, თუმცა ნუ იჩქარებთ მათ განხორციელებას — საბოლოო გადაწყვეტილება სჯობს სამომავლოდ გადადოთ.