როგორ დავარედაქტიროთ სურათი PowerPoint 2007-ში - rogor.ge

როგორ დავარედაქტიროთ სურათი PowerPoint 2007-ში

 

სურათების შერჩევისათვის უნდა შესრულდეს Insert მენიუს Illustrations > Clip Art ბრძანება.

 

რის შემდეგაც PowerPoint-ის ფანჯრის მარჯვენა მხარეს Clip Art დამატებითი ფანჯარა გაიხსნება. სურათების ამორჩევის მიზნით უნდა მოხდეს მაუსით დაწკაპუნება Go ღილაკზე ან Organize Clips.. ბრძანება შეირჩეს.

 

PowerPoint 2007-ში გამოსახულებასთან სამუშაო საშუალებები მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა სლაიდში დაემატება ახალი სურათი ან მოინიშნება არსებული. როგორც კი კურსორი სლაიდის სხვა არეში გადაადგილდება, სურათებთან სამუშაო ჩანართი უკვალოდ ქრება. ობიექტებთან სამუშაო ყველა ინსტრუმენტი გაერთიანებულია ცალკე ჩანართებში, რომლებიც არ აისახება მანამ, სანამ შესაბამისი ელემენტი მონიშნული არ იქნება.

 

სურათის დოკუმენტში გადატანის შემდეგ ის მაუსით შეიძლება დოკუმენტის ნებისმიერ ადგილზე გადავიტანოთ, ხოლო მათი შემდგომი დამუშავებისათვის გამოიყენება სურათის მონიშვნის შედეგად გახსნილი დამატებითი Picture Tools > Format მენიუს ინსტრუმენტთა პანელზე განლაგებული ღილაკები.

 

სურათზე გამოსახული მენიუ, მაშინ Adjust ქვემენიუს ღილაკების საშუალებით შეიძლება ვარეგულიროთ: Brightness ღილაკით – სურათის სიკაშკაშე; Contrast – სურათის კონტრასტი; Recolor – შევცვალოთ სურათის ფერი და მივცეთ მას ავტომატურად საკუთარი ფერი.

 

Arrange ქვემენიუს Bring to Front და Send to Back ღილაკებით სურათის განთავსება შესაძლებელია ტექსტზე ზემოდან ან ტექსტის ქვეშ; Align – სურათის სწორება ფურცლის გვერდების მიმართ. Group – დაჯგუფება და Rotate – სურათის მობრუნება. Size ქვემენიუს Crop ღილაკით სურათის ნაწილების ჩამოჭრა და მისი აღდგენა ხდება, თუ მანამდე არ იყო განხორციელებული Compres Pictures ოპერაცია. ჩამოჭრის ოპერაციის განსახორციელებლად საჭიროა ჯერ მოინიშნოს სურათი, შემდეგ მაუსი დავაწკაპუნოთ Crop ღილაკზე, მაჩვენებელი მივიყვანოთ მონიშნული სურათის გარშემო არსებულ ჩარჩოს მარკერთან და მარცხენა კლავიშზე ხელის აუღებლად მაუსი გადავაადგილოთ საჭირო მიმართულებით. ანალოგიურად მოხდება სურათის აღდგენაც. სურათის ზომის შესაცვლელად შეიძლება გამოყენებულ იქნეს იგივე ქვემენიუს Height და Width ბრძანებები.

 

Picture Styles ქვემენიუს მარჯვენა მხარეს არის განლაგებული Row ან More ღილაკები. Row ღილაკზე ხელის დაჭერით მოხდება ფანჯარაში სტილების შეცვლა, ხოლო More ღილაკზე ხელის დაჭერით ჩამოიშლება ფანჯარა, სადაც მოცემულია სტილის ნიმუშები. Picture Shape ღილაკის საშუალებით ჩამოიშლება ფიგურების ნიმუშები, რომლის არჩევის შემდეგ სურათი მიიღებს შერჩეული ფიგურის ფორმას. Picture Border ღილაკით სურათს შეიძლება შევურჩიოთ ჩარჩო, ხოლო Picture Effects ღილაკით ჩამოიშლება ფანჯარა, სადაც შევარჩევთ სურათის სასურველ ეფექტებს.

 

თუ ჩამოშლილ სიაში შევარჩევთ Preset > 3-D Options ბრძანებას, მაშინ გაიხსნება Format Picture დამატებითი დიალოგური ფანჯარა, საიდანაც შეიძლება სურათის ნებისმიერი პარამეტრი მოვმართოთ.

 

ზემოთ აღნიშნული წესით სურათები შეიძლება შეირჩეს და დამუშავდეს, რომლებიც არ შედის ზემოთ მოყვანილ ბიბლიოთეკაში, მაგრამ განთავსებულია მოცემული კომპიუტერის რომელიმე საქაღალდეში, ასევე სურათები მოიძებნოს ინტერნეტში საჭირო თემატიკის მიხედვით ან მოხდეს მათი შეტანა სკანერის ან ვიდეო კამერის საშუალებით. კომპიუტერში სურათების მოსაძებნად უნდა შესრულდეს Insert მენიუს Illustrations ქვემენიუს Picture ბრძანება. ამ დროს ეკრანზე გაიხსნება Insert Picture დამატებითი ფანჯარა, სადაც შეიძლება საჭირო საქაღალდე და ფაილი მოიძებნოს, რომლის შემდეგ დოკუმენტში Insert ღილაკის საშუალებით საჭირო სურათი ჩაისმება.