როგორ სახლში ცხოვრობს მარგო რობი - rogor.ge

საზღვაო განწყობა და ისტორიული აქცენტები: როგორ სახლში ცხოვრობს მარგო რობი

მისაღები ოთახი

2-1771837112.webp

სტუმრებს ხვდება ე.წ. „ჰოლანდიური“ ორნაწილიანი კარი — ვინტაჟური ელემენტი, რომელიც მსახიობს ავსტრალიურ ფერმაში გატარებულ ბავშვობას ახსენებს. ინტერიერი სავსეა ბუნებრივი შუქით, მინიმალისტური ავეჯითა და ბოჰო-სტილის დეკორით. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მოდერნის სტილის ბუხარი და ძველი პიანინო, რომელიც სახლში მხოლოდ „ვიზუალისთვის“ დგას. სერფინგის დაფა და ნიჟარები კი მარგოს ოკეანისადმი სიყვარულზე მიანიშნებს.

საძინებელი

3-1771837130.webp

ოთახი გაფორმებულია ელეგანტურად და უბრალოდ. აქ არ არის სქელი ფარდები, რაც მზის შუქს თავისუფლად შემოსვლის საშუალებას აძლევს. კედელზე ანრი მატისის ტილო ჰკიდია, რომლის ფერებსაც ეხამება ცისფერი კერამიკა და ხალიჩა. ფრანგული კარები პირდაპირ ბაღში გადის, რაც მარადიული დასვენების ატმოსფეროს ქმნის.

5-1771837152.webp

6-1771837164.webp

სამზარეულო

7-1771837175.webp

ერთი შეხედვით სამზარეულო ზედმეტად მარტივი და „დაუდევარიც“ კი ჩანს, თუმცა აქ ბევრი ძვირფასი დეტალია: პროფესიონალური ტექნიკა, რეტრო-ჭურჭელი, მარმარილოს ზედაპირი და ნატურალური ხის იატაკი. ეს არის სივრცე, სადაც მსახიობი მეგობრებისთვის ბრანჩს სიამოვნებით ამზადებს.

8-1771837202.webp

ღია ტერასა

9-1771837192.webp

სტუმრების მიღება მარგოს ტერასაზე უფრო უყვარს. მცირე ფართობის მიუხედავად, აქ ყველაფერია წვეულებისთვის, გრილის ჩათვლით. სერვირებაში ჭარბობს ოქროსფერი დანა-ჩანგალი, დაწნული მინა და მარმარილოს აქსესუარები. იქვეა დასასვენებელი ზონა როტანგის შეზლონგებით, სადაც მსახიობი მზის აბაზანებს იღებს.

10-1771837222.webp

11-1771837231.webp