როგორი ნივთებისგან უნდა გათავისუფლდეთ დაუყოვნებლივ, რომ იგრძნოთ სიმსუბუქე, აზრების სიცხადე და შინაგანი აღმავლობა - rogor.ge

როგორი ნივთებისგან უნდა გათავისუფლდეთ დაუყოვნებლივ, რომ იგრძნოთ სიმსუბუქე, აზრების სიცხადე და შინაგანი აღმავლობა

ძველი, გაბზარული ჭურჭელი

ბებიები ამბობდნენ: გაბზარულ ჭიქას გაბზარული ცხოვრება მოაქვსო. და ამაში არის აზრი.

დაზიანებული ჭურჭელი:

ქმნის უწესრიგობის შეგრძნებას;

მიგვანიშნებს დეფიციტსა და სიღარიბეზე;

სიმბოლურად „აგროვებს“ უთანხმოებასა და კონფლიქტებს სახლში.

ენერგეტიკულად ის მიიჩნევა საგნად, რომელსაც პატრონისგან ძალა მიაქვს.

ხალხში სჯეროდათ: თუ გატეხილ ნივთს სახლში დატოვებთ, ის მსგავს მოვლენებს იზიდავს — წვრილმან უსიამოვნებებს, ჩხუბს, გაუგებრობებს. მოიშორეთ გატეხილი ჯამები და ჭიქები და გაოცდებით, რამდენად სუფთა გახდება სივრცე.

ძველი ნივთები, რომლებიც მძიმე მოგონებებს იწვევს

ბავშვობაში გვასწავლიდნენ: ნუ გააჩერებ სახლში იმას, რაც ცუდს გახსენებსო. ეს შეიძლება იყოს:

წერილები, რომლებიც გტკენენ;

ტანსაცმელი, რომელიც რთულ პერიოდებში გეცვათ;

ტოქსიკური ადამიანების მიერ ნაჩუქარი სუვენირები;

ყოფილი პარტნიორების ნივთები.

ასეთი საგნები ქმნიან ემოციურ ტვირთს, რომელსაც ხშირად ვერც კი ვაცნობიერებთ. ისინი აღვივებენ მოწყენილობას, წყენას, დანაშაულის გრძნობას ან სევდას ეს ყოველივე კი ყველაზე ძლიერ ადამიანებსაც კი ფიტავს. ამ ნივთებისგან გათავისუფლებით, თქვენ სიტყვასიტყვით ახალ ჰაერს უშვებთ საკუთარ ცხოვრებაში. სივრცე იწმინდება და თქვენც მასთან ერთად.

გაფუჭებული საათი — უძრაობის სიმბოლო

ხალხში მიიჩნეოდა, რომ გაჩერებული საათი „აჩერებს“ სასიცოცხლო პროცესებსაც: იღბალს, ფინანსებს, განვითარებას, ჯანმრთელობას. რატომ არ შეიძლება მათი სახლში გაჩერება:

ისინი ქმნიან სტაგნაციის (უძრაობის) ატმოსფეროს;

გავლენას ახდენენ ცხოვრების ტემპის შეგრძნებაზე;

სიმბოლურად „ყინავენ“ ენერგიის მოძრაობას;

არაცნობიერად შთაგვაგონებენ დაღლილობას.

ჩვენი ბებიები მარტივად ამბობდნენ: „თუ საათი დგას ბედისწერა ჩერდება“. ამიტომ, ან შეაკეთეთ ისინი, ან ყოველგვარი სინანულის გარეშე მოიშორეთ. პრაქტიკა აჩვენებს: ამის შემდეგ ცხოვრებაში მართლაც მეტი დინამიკა ჩნდება.