კვირის ფინანსური ჰოროსკოპი: ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელოდება შემოსავლის ზრდა 16-22 თებერვალს - rogor.ge

კვირის ფინანსური ჰოროსკოპი: ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელოდება შემოსავლის ზრდა 16-22 თებერვალს

ვერძი

ნუ იჩქარებთ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებზეც თქვენი მატერიალური კეთილდღეობაა დამოკიდებული: სანამ პასუხისმგებლობიან ნაბიჯს გადადგამთ, ყველაფერი კარგად უნდა მოიფიქროთ.

კურო

ფინანსური პერსპექტივის მქონე პროფესიულ პროექტებს სჯობს ამჯერად საოჯახო საქმეები ამჯობინოთ. რაც არ უნდა გასაკვირად ჟღერდეს, ეს უფრო მეტ რეალურ სარგებელს მოგიტანთ.

ტყუპები

როგორც სამსახურში, ისე ბიზნესში, მხოლოდ რუტინული საქმეებით დაკავდით. სერიოზული პროექტების განხორციელებას ახლა ნუ შეეჭიდებით — ისინი მაინც არ იქნება წარმატებული, ამიტომ ტყუილად ნუ დახარჯავთ დროსა და ენერგიას.

კირჩხიბი

ამ ნიშნის წარმომადგენლებმა მაქსიმალურად უნდა დაიტვირთონ თავი სამუშაოთი. თუ ერთდროულად რამდენიმე პროექტზე იმუშავებთ, ერთ-ერთში ნამდვილად მიაღწევთ წარმატებას — როგორც პროფესიულად, ისე ფინანსურად.

ლომი

სამუშაო და ფინანსურ საქმეებზე შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს კოლეგებთან კონფლიქტმა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია მოერიდოთ ნებისმიერ კამათს, მაშინაც კი, თუ მისი მიზეზი სავსებით საფუძვლიანი მოგეჩვენებათ.

ქალწული

ამ კვირაში ნუ დაგეგმავთ საქმიან მოლაპარაკებებს არსებულ თუ პოტენციურ პარტნიორებთან. ეს პერიოდი არ არის საუკეთესო ურთიერთგაგებისა და შეთანხმებების მისაღწევად.

სასწორი

ენერგია, რომელიც ახლა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი, მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტებზე დახარჯეთ. დანარჩენ, ნაკლებად მნიშვნელოვან საქმეებზე უარი თქვით, როგორც ფინანსურად არაპერსპექტიულზე.

მორიელი

თუ მიიღებთ ყველა მხრივ სასიამოვნო პროფესიულ შემოთავაზებას, აუცილებლად მოუსმინეთ შინაგან ხმას — ის ერთადერთ სწორ პასუხს გიკარნახებთ.

მშვილდოსანი

ფულის გონივრული ხარჯვა ყოველთვის სასურველია, მაგრამ ამ კვირაში — განსაკუთრებით. შეიძინეთ მხოლოდ ყოველდღიურობისთვის აუცილებელი ნივთები და უარი თქვით იმ შენაძენებზე, რომლებსაც მოცდა შეუძლია.

თხის რქა

თქვენი პროფესიული და ფინანსური წარმატების საიდუმლო დეტალურ სამუშაო გეგმაშია, რომელიც ორშაბათსვე უნდა შეადგინოთ და მას მკაცრად მიჰყვეთ.

მერწყული

ნუ იტყვით უარს ადრე მიღებულ პროფესიულ თუ ფინანსურ გადაწყვეტილებაზე. მსგავსი „უკან დახევა“ წარმატებას არ მოგიტანთ, პირიქით — შესაძლოა დაგაზარალოთ კიდეც.

თევზები

ეს კვირა არ არის შესაფერისი აქტიური პროფესიული საქმიანობისთვის. მისგან სარგებელი მაინც მცირე იქნება, ამიტომ სჯობს ეს დრო დასვენებას დაუთმოთ და ძალების აღდგენის შემდეგ შეუდგეთ მუშაობას.