როგორ მოვამზადოთ ტკბილი ფლავი გოგრაში

მოვამზადოთ ბრინჯი - ავადუღოთ 1,5 ლიტრი წყალი, ჩავყაროთ მწიკვი მარილი და 600 გ გარეცხილი ბრინჯი. დავახუროთ თავზე და დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ 15 წთ, გადმოვიღოთ საწურზე და გადავავლოთ ვიცი წყალი.

ცხელ ტაფაზე გავადნოთ 100 გ კარაქი და ჩავაყაროთ შუაზე გაჭრილი გაგრის ჩირი, ქლიავის ჩირი, ქიშმიში, კეშიუ, ფისტა. მოვშუშოთ საშუალო ცეცხლზე 5-10 წუთი. დავაყაროთ შაქარი, ვანილი, მარილი და ბოლოს მოხარშული ბრინჯი.

აწყობა - წინასწარ მომზადებულ გოგრაში, რომელიც უკვე გაგრილდა, ჩავყაროთ შენელებული ბრინჯი, კარგად გავავსოთ, დავახუროთ თავზე თავისივე თავსახური და შევდგათ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 150 გრადუსზე 30-40 წუთით.

გამოვიღოთ და მივირთვათ.

წყარო: gastroguide.borjomi.com/