როგორ მოვამზადოთ მაწვნის სუპი განსხვავებულად
მწვანილები დავჭრათ წვრილად.კიტრი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე და გავწუროთ ზედმეტი სითხისგან.

ნუში მოვხალოთ ტაფაზე.

მოზრდილ ჯამში მოვათავსოთ მაწონი, დავუმატოთ მჭადის ფქვილი, გაწურული კიტრი, მწვანილები, ლაიმის წვენი, წვრილად დაკეპილი ნიორი, მარილი, პილპილი და ბორჯომი. კარგად ავურიოთ. გავაციოთ მაცივარში მინიმუმ 1 საათით, რომ გემო უკეთ გაუჯდეს.

სერვირებისას თეფშზე მოვაყაროთ მოხალული ნუში და მწვანილები სურვილისამებრ. გემრიელად მიირთვით.

როგორ ვიკვებოთ გაციების დროს: სამკურნალო სუპი და სრული გზამკვლევი სწრაფად გამოჯანმრთელებისთვის