7 უაზრო ჩვევა სამსახურში, რომელიც თქვენს პროდუქტიულობას კლავს
ტელეფონში „საათობით“ ყოფნა
როგორც კი კომპიუტერში გვერდი წამით დაგვიანებით იტვირთება, ინსტინქტურად სმარტფონისკენ მივიწევთ. სოციალურ ქსელში შეხედვა, რომელიც „ერთი წამით“ გვეგონა, ხშირად 10-15 წუთიან უაზრო სქროლვაში გადადის. გამოსავალი: დაგეგმეთ ტელეფონის შემოწმების დრო (მაგალითად, 12:00, 15:00 და 17:00 საათზე). ეს შეამცირებს სმარტფონის ხელში აღების მუდმივ სურვილს.
წვრილმან საქმეებზე გადართვა
ხშირად სამუშაო პროცესშივე ვიწყებთ პროდუქტების სიის წერას ან რესტორნის დაჯავშნას, რადგან გვეშინია, რომ მოგვიანებით დაგვავიწყდება. ეს ქმნის „მულტიტასკინგის“ ილუზიას, რაც რეალურად მხოლოდ დროს გვართმევს. გამოსავალი: ჩამოწერეთ არასამუშაო წვრილმანების სია ცალკე ფურცელზე და მიუბრუნდით მათ მხოლოდ შესვენებაზე ან სამუშაო დღის ბოლოს.
ბრაუზერში უამრავი გახსნილი ფანჯარა (Tabs)
თითოეული ზედმეტი ფანჯარა თქვენი ყურადღების დამატებითი „გამტაცებელია“. ბრაუზერის ჩანართების შემქმნელი ადამ სტაილზიც კი აღიარებს, რომ ეს ფუნქცია ხშირად პროექტებს შორის გადართვის ნაცვლად, ყურადღების გასაფანტად გამოიყენება. გამოსავალი: გამოიყენეთ სპეციალური დამატებები (მაგ. OneTab), რომლებიც ყველა ფანჯარას ერთ სუფთა სიად აქცევს.
სამუშაო ჩატების მუდმივი შემოწმება
ჩატის ყოველ წამს განახლება და მყისიერი პასუხები გიქმნით ადამიანის რეპუტაციას, რომელიც მზადაა ყველაფერი მიატოვოს სხვისი საქმის მოსაგვარებლად. ეს პირდაპირი გზაა დამატებითი, სხვისი საქმეების თქვენს მხრებზე გადმოსატანად. გამოსავალი: დააწესეთ საზღვრები. კოლეგებმა უნდა იცოდნენ, რომ მნიშვნელოვან დავალებაზე მუშაობისას ხელს არ უნდა შეგიშალონ. გამოიყენეთ სტატუსი "Do Not Disturb".
პრობლემების გადაჭრის არასწორი მიდგომა
ექსპერტები ხშირად იმპულსურად ერთვებიან სხვისი პრობლემების მოგვარებაში ანალიზის გარეშე. ეს რესურსების ფლანგვაა. გამოსავალი: სანამ რამეს დაიწყებთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: „ნამდვილად მე უნდა ვაკეთებდე ამას?“ დასვით მეტი კითხვა, სანამ მოქმედებაზე გადახვალთ.
დარწმუნებულობა, რომ მეტი სასწავლი აღარაფერი გაქვთ
პროფესიონალები ხშირად ხვდებიან ამ ხაფანგში, როცა ჰგონიათ, რომ უნარი 100%-ით აითვისეს. ეს ხელს უშლის ახალი, უფრო ეფექტური მეთოდების დანერგვას. გამოსავალი: გახსოვდეთ, ნებისმიერი სფერო ვითარდება. საუკეთესოდ დარჩენისთვის საჭიროა მუდმივი ცვლილება სფეროსთან ერთად.
ზედმეტად ბევრი შეხვედრა და ზარი (Meetings)
კვლევები აჩვენებს, რომ თანამშრომელთა 67%-ს მუშაობაში ხელს სწორედ ჭარბი შეხვედრები უშლის. გამოსავალი: თუ შეგიძლიათ გავლენა იქონიოთ, შესთავაზეთ მენეჯმენტს ინფორმაციის გაცვლა ჩატებით ან იმეილებით. ხშირად ის, რასაც 1-საათიანი ზარი სჭირდება, ერთ მოკლე წერილშიც ეტევა.