როგორია კვირის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ორშაბათი, 9 თებერვალი
დღევანდელი დღე სრულიად შეუფერებელია ნებისმიერი სახის კამათისთვის, თუმცა ჰოროსკოპი სწორედ ამისკენ გიბიძგებთ. კონფლიქტური სიტუაციების თავიდან ასაცილებლად, ნუ შეეცდებით ოპონენტების გადარწმუნებას: ეს რთული იქნება და უამრავ ნეგატიურ ემოციას გამოიწვევს. საკუთარი პოზიციის ჯიუტად დაცვას სჯობს დამაჯერებელი არგუმენტები მოიძიოთ. საერთო ჯამში კი, კამათში მხოლოდ ის გაიმარჯვებს, ვინც მასში მონაწილეობას არ მიიღებს. სხვა მხრივ, დღე კარგია ისეთი საქმიანობისთვის, რომელიც მოითხოვს კონკრეტულობას, სიზუსტესა და პრაქტიკულობას — პოეზიასა და მათემატიკას შორის არჩევისას, დღეს უპირატესობა მეორეს მიანიჭეთ.
სამშაბათი, 10 თებერვალი
დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას აჩქარება არ ღირს, თუმცა ვარსკვლავები სწორედ ამისკენ გიბიძგებენ. მით უმეტეს, ნუ იჩქარებთ მოულოდნელად მიღებული გადაწყვეტილებების სისრულეში მოყვანას. რაოდენ ბრწყინვალედაც არ უნდა გეჩვენოთ თავში მოსული იდეა, ყველაზე გონივრული იქნება, ხვალამდე მაინც მოიცადოთ. დღეს ემოციები ლოგიკაზე მაღლა დგას, ამიტომ შეცდომის დაშვების ალბათობა დიდია. ვარსკვლავები გლობალიზმისკენ გვიბიძგებენ, ამიტომ შეცდომებიც შესაძლოა „მასშტაბური“ აღმოჩნდეს.
ოთხშაბათი, 11 თებერვალი
წინა დღისგან განსხვავებით, დღევანდელი ჰოროსკოპი საუკეთესო დროს გპირდებათ ნებისმიერი, მათ შორის ყველაზე რთული გადაწყვეტილებების მისაღებად. ვარსკვლავები გაჯილდოებენ ისეთი თვისებებით, როგორიცაა კეთილგონიერება, სიტუაციის გათვლის უნარი, პარტნიორებთან მოლაპარაკებისა და კომპრომისის პოვნის ნიჭი. დღე იდეალურია ბიზნესისთვის, დამოუკიდებელი პროექტებისა და ნაბიჯებისთვის, ასევე საქმიანი და პირადი მოლაპარაკებებისთვის. თუ გაქვთ იდეა, რომლის გაზიარებაც გსურთ, ან სადავო საკითხები გაქვთ განსახილველი — იმოქმედეთ!
ხუთშაბათი, 12 თებერვალი
დღევანდელი ჰოროსკოპი „ჰორმონალურ აფეთქებას“ გვიქადის. სურვილები და გრძნობები მარტივი და გასაგები იქნება, თუმცა შესაძლოა დიდი ძალა ჰქონდეს, განსაკუთრებით სიყვარულში. დღე არ არის განკუთვნილი სერიოზული, გრძელვადიანი ურთიერთობების დასაწყებად, სამაგიეროდ გაძლევთ უამრავ შესაძლებლობას სასიამოვნო ნაცნობობისთვის, ფლირტისა და სასიყვარულო თამაშებისთვის. ამავდროულად, შესაძლოა გამწვავდეს წყენისა და მოწყვლადობის გრძნობა, ამიტომ იყავით ფრთხილად გარშემომყოფებთან ურთიერთობისას.
პარასკევი, 13 თებერვალი
დღეს თქვენი თვითნებობა პიკს მიაღწევს. ეს შესაძლოა გამოვლინდეს წესებისადმი დაუმორჩილებლობაში და ყველაფრის საკუთარი შეხედულებისამებრ გადაწყვეტის სურვილში. სხვისი აზრი მხოლოდ იმისთვის დაგაინტერესებთ, რომ მას დაუპირისპირდეთ. შესაძლებელია კონფლიქტები ცარიელ ადგილზე. რათა შეცდომები არ დაუშვათ, სჯობს დღე დაუთმოთ ისეთ საკითხებს, სადაც ხელს ვერავინ შეგიშლით და ვერავინ შეგედავებათ.
შაბათი, 14 თებერვალი
დღევანდელი დღე წინააღმდეგობრივია და დაფარული ემოციებითაა სავსე. ზოგადად, დღე მშვიდ, რუტინულ მუშაობას უწყობს ხელს, რაც გაძლევთ შანსს, დაასრულოთ დიდი ხნის წინ დაგეგმილი საქმეები. თუმცა, სულში შესაძლოა დაძაბულობა მწიფდებოდეს, რაც დროდადრო კამათსა და პრეტენზიებში გამოვლინდება. კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად, დღე საკუთარ საქმეებსა და მოთხოვნილებებს დაუთმეთ (შოპინგი, ფიტნესი და სხვა სასარგებლო აქტივობები). რაც ნაკლებად გადაიკვეთება თქვენი ინტერესები სხვებთან, მით უკეთესი.
კვირა, 15 თებერვალი
ეს არის საუკეთესო დღე ჩანაფიქრების რეალიზაციისა და შუალედური შედეგების შესაჯამებლად. თუ ბოლო დროს რაიმე გეგმებს აწყობდით, დღეს მათი განხორციელების დროა: ვარსკვლავები გპირდებიან, რომ შედეგი გაგახარებთ და მოლოდინსაც გადააჭარბებს. ხოლო მათთვის, ვინც აქამდეც დაუღალავად მიიწევდა მიზნისკენ, ლოგიკური იქნება მიღწეულის შეფასება. თუ თქვენი ძალისხმევა ნაყოფს უკვე იძლევა, ესე იგი ყველაფერი გეგმისამებრ მიდის. თუ შედეგი ჯერ არ ჩანს, დროა დაფიქრდეთ — სწორი მიმართულებით მიდიხართ?