რას ჯღაბნით ყველაზე ხშირად: ტესტი იმაზე, თუ რისი გეშინიათ ყველაზე მეტად - rogor.ge

რას ჯღაბნით ყველაზე ხშირად: ტესტი იმაზე, თუ რისი გეშინიათ ყველაზე მეტად

ფიგურა 1 - თქვენ გეშინიათ ადამიანების ნდობის

იმედგაცრუებაზე მტკივნეული არაფერია. თქვენ კარგი და სანდო ადამიანი ხართ, მაგრამ თქვენი ნდობა რამდენჯერმე უკვე ბოროტად გამოიყენეს და ეს ხელს გიშლით ადამიანებისადმი რწმენის აღდგენაში. პირველი ფიგურის არჩევა ნიშნავს სურვილის არქონას, რომ სხვებს გაეხსნათ.

ფიგურა 2 - თქვენ გეშინიათ მარტოობის

მიჩვეული ხართ იმ ადამიანებთან მიჯაჭვულობას, რომლებიც, სამწუხაროდ, თქვენი ცხოვრების ნაწილი აღარ არიან — იქნება ეს ახლობლები, მეგობრები თუ ნათესავები. ამის გამო გეშინიათ მარტო დაბერების და ნერვიულობთ, რომ გვერდით არ გეყოლებათ ის, ვინც კომპანიონობას გაგიწევთ. მაგრამ თუ მართლაც კეთილი და მზრუნველი ადამიანი ხართ, შიშის მიზეზი არ გაქვთ: კეთილი გულის მქონე ადამიანები არასოდეს რჩებიან მარტო.

ფიგურა 3 - თქვენ გეშინიათ სხვისი აზრის

მუდმივად „კარგი ადამიანის“ როლში ყოფნამ შესაძლოა ცხოვრებაში ხელი შეგიშალოთ. არ არის საჭირო საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვა ყველას დასახმარებლად მხოლოდ იმის შიშით, რომ ვინმე გულს ნატკენი დარჩება, თუ ეტყვით „არას“. პირველ რიგში, ნუ მისცემთ უფლებას სხვის აზრს გმართოთ. მეორეც, თუ ადამიანი ნაწყენდება მაშინ, როცა ვერ ეხმარებით, ეს მისი ეგოიზმის ბრალია და არა თქვენი დანაშაული.

ფიგურა 4 - თქვენ გეშინიათ რისკზე წასვლის

ამ ფიგურის არსი მარტივია: თქვენ უნდა იცხოვროთ სავსე ცხოვრებით! არ შეგიძლიათ მთელი ცხოვრება დარჩეთ ერთ სამსახურში, ერთ ქალაქში, ერთსა და იმავე ურთიერთობებში, თუ ეს ბედნიერებას არ განიჭებთ. როდესაც ცხოვრების შეცვლის შესაძლებლობა გამოჩნდება, ჩაეჭიდეთ მას - მხოლოდ ასე შეძლებთ გაიზარდოთ და იპოვოთ ნამდვილი ბედნიერება.

ფიგურა 5 - თქვენ გეშინიათ დაუფასებლობის

არ არის საჭირო საკუთარი ცხოვრების მსხვერპლად გაღება მხოლოდ იმისთვის, რომ სამსახურში აღიარება მოიპოვოთ. დღე და ღამე მუშაობით და იმის მოლოდინით, რომ ადამიანები შეგამჩნევენ, თქვენ შესაძლოა ყველაზე ერთგულ ადამიანად იქცეთ, მაგრამ ამავდროულად საკუთარ თავს ავნოთ. ეს ფიგურა გაფრთხილებთ: იყავით ფრთხილად და ნუ იჩქარებთ.

ფიგურა 6 - თქვენ გეშინიათ ხელახლა შეყვარების

ის, რომ ერთხელ ურთიერთობა ან ქორწინება არ გამოგივიდათ, არ ნიშნავს, რომ ასე იქნება ყოველთვის. ჩვენ სიყვარულისთვის ვართ შექმნილნი, ამიტომ ნუ უკრძალავთ საკუთარ თავს ახალ გატაცებებს და ნუ იტყვით უარს ახალ სასიყვარულო ისტორიებზე.