როგორ გამოვაჩინოთ სახლი 10-ჯერ უფრო დიდი: 6 ხერხი ინტერიერის დიზაინერებისგან
მაქსიმალურად გამოიყენეთ ბუნებრივი განათება
დიზაინერები გვირჩევენ, უპირატესობა მივანიჭოთ ფანჯრებიდან შემომავალ ბუნებრივ შუქს.
ბუნებრივი განათების გაზრდა და მისი არეკვლა სივრცეს მომენტალურად უფრო ვრცელს ხდის.
კედლის სარკეები შესანიშნავი საშუალებაა შუქისა და სიღრმის დასამატებლად, თანაც ისინი დამოუკიდებელ დიზაინერულ ელემენტად გამოდგება.
გამოიყენეთ ღია ფერის საღებავები
პატარა სივრცის გასაფართოებლად მომენტალური ეფექტი აქვს კედლების შეღებვას ისეთ ფერებად, როგორიცაა თეთრი, ბეჟი, ცისფრის, ვარდისფრისა თუ მწვანეს ნაზი პასტელური ტონები.
ღია ფერის კედლები ქმნის სივრცისა და სიღრმის ილუზიას, მაშინ როცა მუქი ფერები სიმძიმის შეგრძნებას აჩენს და მკაფიოდ ხაზავს ოთახის საზღვრებს.სინათლის კიდევ უფრო უკეთ ასარეკლად, დიზაინერები გვირჩევენ ჭერის შეღებვას კედლის შესაფერის ნაზ ტონში.
შეარჩიეთ ავეჯი გონივრულად
ავეჯის მასშტაბი უნდა შეესაბამებოდეს ოთახის ზომას; მოერიდეთ მასიურ ნივთებს, რომლებიც მთელ სივრცეს დაიკავებს.
მნიშვნელოვანია ავეჯის ისე განლაგება, რომ გზა თავისუფალი დარჩეს — მაგალითად, დივნის კედლიდან ოდნავ მოშორება ცირკულაციას აუმჯობესებს.
ფეხებიანი სავარძლებისა და დივნების შერჩევა აჩენს იატაკის ხილვად ფართობს, რაც ოთახს ნაკლებად გადატვირთულს ხდის.
უპირატესობა მიანიჭეთ მრავალფუნქციურ ნივთებს
მრავალფუნქციური ავეჯი პატარა სივრცისთვის ნამდვილი გამარჯვებაა: ის ათავისუფლებს იატაკს და ამავდროულად აჩენს სათავსოებს.
კარგი არჩევანია პუფები (ოტამანები) სათავსოთი, რომლებიც დამატებით სკამებად გამოდგება, მრავალიარუსიანი ჟურნალების მაგიდები და უჯრებიანი მედია-კარადები.
გამოიყენეთ ვერტიკალური სივრცე
მაშინაც კი, თუ სახლს მცირე ფართობი აქვს, მას ჩვეულებრივ დიდი ვერტიკალური სივრცე გააჩნია.მაღალი და ვიწრო ნიშები იდეალურია თაროების მოსაწყობად.ვერტიკალური სათავსოების გადაწყვეტა, როგორიცაა თარო-კიბეები, გვეხმარება თითოეული კუთხის ათვისებაში და სივრცის გაუმჯობესებაში.
დაამონტაჟეთ ფარდები ჭერთან ახლოს
ვერტიკალური სივრცე მხოლოდ ნივთების შესანახად არ გამოგადგებათ - ფარდებს შეუძლიათ მთელი ინტერიერის გაუმჯობესება.ოთახის ზომისა და ფარდის სიგრძის მიუხედავად, კარნიზი ყოველთვის რაც შეიძლება ჭერთან ახლოს დაკიდეთ, რათა სიმაღლის ილუზია შეიქმნას.