როგორ მოვხსნათ დაჟანგული ბოლტი ისე, რომ არ გავტეხოთ: ექსპერტის ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქცია
როგორ მოვხსნათ დაჟანგული ბოლტი უსაფრთხოდ
რა დაგჭირდებათ:
ლითონის ჯაგრისი (ან ხისტი ნეილონის).
შეღწევადი საპოხი საშუალება.
ექვსწახნაგა მომჭერი გასაღები ან ქანჩის თავაკი (ტორცული).
"ტრეშოტკა" (ჭრიჭინა გასაღები).
ჩაქუჩი.
სამშენებლო ფენი ან აირის სანთურა (ე.წ. "გორილკა").
გრძელსახელურიანი გასაღები (ბერკეტი) ან ქანჩის გასაღები.
ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქცია: როგორ მოვხსნათ ჩამჯდარი ბოლტი
მენსფილდი გვთავაზობს შემდეგ მეთოდოლოგიას დაჟანგული სამაგრის გადასარჩენად:
ნაბიჯი 1. გაასუფთავეთ ზედაპირი დაიწყეთ ჟანგის, ჭუჭყისა და ძველი საღებავის მოცილებით ლითონის ჯაგრისის საშუალებით (ძველი კბილის ჯაგრისიც გამოდგება). სუფთა ზედაპირი უზრუნველყოფს ხელსაწყოს უკეთეს მოჭიდებას და საშუალებას მისცემს საპოხ საშუალებას უფრო ღრმად შეაღწიოს.
ნაბიჯი 2. გამოიყენეთ შეღწევადი საპოხი უხვად დაიტანეთ საშუალება შეერთების ადგილზე. მენსფილდი რეკომენდაციას უწევს Sea Foam Deep Creep-ს, თუმცა გამოგადგებათ უფრო ნაცნობი ანალოგებიც: PB Blaster, Liquid Wrench ან კლასიკური WD-40. გააჩერეთ საპოხი 10-20 წუთის განმავლობაში. თუ ბოლტი გარეთაა და წლობით იჟანგებოდა, გაიმეორეთ პროცედურა და აცადეთ საშუალებას მეტი დრო. აქ მთავარია მოთმინება.
ნაბიჯი 3. "გამოაღვიძეთ" ბოლტი დაკაკუნებით როდესაც ზეთი შეიწოვება, მსუბუქად დააკაკუნეთ ბოლტის თავზე ჩაქუჩით ან ქანჩის გასაღების უკანა მხარით. ვიბრაცია ჟანგის ფენაში მიკრობზარებს აჩენს, რაც საპოხს ხრახნებში ღრმად შეღწევაში ეხმარება.
ნაბიჯი 4. აიღეთ სწორი ხელსაწყო და ნუ იჩქარებთ გამოიყენეთ მჭიდროდ მორგებული ექვსწახნაგა გასაღები ან თავაკი. ე.წ. "რაზვადნოი" გასაღებები ხშირად აზიანებს ბოლტის წახნაგებს, რაც საქმეს ართულებს. გამოიყენეთ ნელი, თანაბარი ძალა და მოერიდეთ მკვეთრ მოძრაობებს. თუ ბოლტი არ იძვრის, გაჩერდით და კიდევ დაამატეთ საპოხი. ძალის გამოყენება დამატებითი შეზეთვის გარეშე თითქმის გარანტირებულად გამოიწვევს მის გატეხვას.
ნაბიჯი 5. ოდნავ დაუჭირეთ, სანამ მოხსნას დაიწყებდეთ ეს შეიძლება ალოგიკურად ჟღერდეს, მაგრამ ბოლტის ოდნავ დაჭერის მცდელობამ (საათის ისრის მიმართულებით) შესაძლოა ჟანგის კავშირი გაარღვიოს. ამის შემდეგ მისი მოხსნა უფრო გაადვილდება.
ნაბიჯი 6. კონტროლირებადი გაცხელება თუ წინა ნაბიჯებმა არ უშველა, გამოიყენეთ სამშენებლო ფენი ან პატარა სანთურა (მხოლოდ ღია სივრცეში და ლითონის კონსტრუქციებზე!). გაცხელება იწვევს ლითონის გაფართოებას, რაც ჟანგის "ჰერმეტულობას" არღვევს.
ნაბიჯი 7. ფინალური ძალისხმევა გამოიყენეთ გრძელი ბერკეტი ან დარტყმითი ქანჩის გასაღები. გამოიყენეთ ფრთხილი, კონტროლირებადი იმპულსები საჭირო მიმართულებით, რათა საბოლოოდ გაათავისუფლოთ სამაგრი.