კვირის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - rogor.ge

კვირის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ორშაბათი, 19 იანვარი

დაივიწყეთ სამუშაო თუნდაც ერთი დღით: დღეს ვარსკვლავები უფრო მეტად ფანტაზიებისკენ გიბიძგებენ, ვიდრე კონკრეტული საქმეებისკენ. ამ დღეს დასახული გეგმები, რაც უნდა გრანდიოზული იყოს, ნაკლებად საიმედო აღმოჩნდება. ამიტომ, ფინანსური ზარალის თავიდან ასაცილებლად, ნუ ეცდებით მათ ცხოვრებაში გატარებას. საერთოდ, დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ფულთან - იქნება ეს შოპინგი, ფინანსური პროექტები თუ ინვესტიციები. არსებობს რისკი, რომ სასურველი რეალობად მიიჩნიოთ და შედეგად დიდი შეცდომა დაუშვათ.

სამშაბათი, 20 იანვარი

დღეს ვარსკვლავები ურთიერთობებში სიფრთხილისკენ მოგიწოდებენ. მათ, ვისაც სხვებზე ზეწოლა უყვარს, დღეს გაუჭირდებათ: გარშემომყოფებმა შეიძლება ძალიან მკვეთრი, ფიზიკურამდეც კი მისული წინააღმდეგობა გაგიწიონ. უსიამოვნებებს რომ აარიდოთ თავი, მოერიდეთ მათ, ვისაც ჭკუის სწავლება და მბრძანებლობა უყვარს, და თავადაც ნუ გამოიყენებთ დამრიგებლურ ტონს საუბრისას. მთლიანობაში, დღე კარგია არა მხოლოდ კამათისთვის, არამედ შემოქმედებისთვისაც. კონფლიქტის ნაცვლად, სჯობს დახატოთ ან დაწეროთ რაიმე - დღეს ეს სხვა დღეებზე უკეთ გამოგივათ.

ოთხშაბათი, 21 იანვარი

დღეს ვარსკვლავები ემოციებით დატვირთულ დღეს გპირდებიან. ნებისმიერი გრძნობა, გარდა ზომიერებისა, მთელი დღის განმავლობაში პიკს მიაღწევს. თუ გსურთ ყურადღების მიქცევა და წარმატების მიღწევა, ეცადეთ ნაკლებად მოკრძალებული იყოთ. დღეს თავდაჭერილობა „უხილაობის“ და გარშემომყოფთა კეთილგანწყობის დაკარგვის გარანტირებული გზაა. პირიქით, ნუ შეგეშინდებათ იყოთ მკვეთრი, გაბედული, მომთხოვნი და რაც მთავარია, ნუ დააკნინებთ საკუთარ დამსახურებებს. დღეს სჯობს ოდნავ იტრაბახოთ კიდეც, ვიდრე თქვენს მიღწევებზე დადუმდეთ!

ხუთშაბათი, 22 იანვარი

დღევანდელი ჰოროსკოპი ძალიან ხელსაყრელ დღეს გპირდებათ საქმეებისა და ურთიერთობების მოსაწესრიგებლად. თუ ბოლო დღეებში ვინმესთან უთანხმოება გქონდათ, ახლა საუკეთესო მომენტია ურთიერთგაგების მისაღწევად და შერიგებისთვის. ვარსკვლავები მიგანიშნებენ, რომ მიუხედავად მომატებული ემოციურობისა, თქვენც და თქვენს გარშემომყოფებსაც გაგიადვილდებათ წონასწორობის შენარჩუნება და საერთო ინტერესების პოვნა. გამოიყენეთ ეს მომენტი საინტერესო ნაცნობობისა და კონტაქტების დასამყარებლად. განსაკუთრებით ხელსაყრელი ეს დღე შეყვარებულებისთვის იქნება!

პარასკევი, 23 იანვარი

დღეს ჰოროსკოპი სავსეა მოულოდნელობებით, როგორც სასიამოვნო, ისე ნაკლებად სასიამოვნო. ვარსკვლავები მიგვითითებენ, რომ ემოციები ხშირად სძლევს ლოგიკას, ამიტომ მოერიდეთ კამათს და, თუ შესაძლებელია, პასუხისმგებლობიანი საქმეები მოგვიანებით გადადეთ. დღე კარგია შემოქმედებისთვის, თვითგამოხატვისთვის, სიყვარულისთვის, ახალი შეხვედრებისთვის, ფლირტისა და რომანებისთვის. თუმცა, არსებობს სხვა ადამიანის გავლენის ქვეშ მოქცევის დიდი ალბათობა. თვალი ადევნეთ, რომ ეს გავლენა დამოკიდებულებაში არ გადაიზარდოს! მომატებული ემოციური ფონი გრძნობების გულწრფელობას უზრუნველყოფს და მათ აყოლის სურვილს გაგიჩენთ.

შაბათი, 24 იანვარი

დღეს ვარსკვლავები არანაირ ჩარჩოს, შაბლონსა და შეზღუდვას არ აღიარებენ! დღის განმავლობაში თავში შეიძლება ყველაზე წარმოუდგენელი და ახალი იდეები მოგივიდეთ, დაიმახსოვრეთ ისინი, რომ მომავალში გამოიყენოთ. დღევანდელი ფიქრები და გეგმები არა მხოლოდ სიახლით, არამედ მასშტაბურობითა და პრაქტიკული ღირებულებითაც გამოირჩევა. ამ დღის ფარული საფრთხე კი გრძნობებსა და სურვილებში იმპულსურობაა, ამიტომ მოერიდეთ კამათს და ყველაფერში ზომიერება დაიცავით. ინტუიცია დღეს პიკზეა, ასე რომ, თუ რამის გაკეთება არ გსურთ ნუ გააკეთებთ.

კვირა, 25 იანვარი

დღევანდელი ჰოროსკოპი იდეალურია განმარტოებული გონებრივი მუშაობისთვის, თუმცა აქტიური კომუნიკაციისკენ სულაც არ განგაწყობთ. ახლობლებთან და მეგობრებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია გაუგებრობები და წყენა, ამიტომ ყველაზე ცუდი, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ ისეთი საქმეების წამოწყებაა, რომლებიც ერთობლივ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. სამაგიეროდ, იმ სფეროებში, რომლებიც მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, მთების გადაბრუნებას შეძლებთ! სწავლა, მეცნიერება, გათვლები, დაგეგმვა, საოჯახო საქმეები და ფინანსები დღეს საუკეთესო შედეგს გამოიღებს.