როგორ განვითარდება მოვლენები 12-18 იანვარს - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი - rogor.ge

როგორ განვითარდება მოვლენები 12-18 იანვარს - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, 12 იანვარი

დღევანდელი ჰოროსკოპი სახლში გაჩერების საშუალებას არ მოგცემთ. მხოლოდ ფიქრიც კი იმაზე, რომ დღე ოთხ კედელში გაატაროთ, თქვენს გულში პროტესტს გამოიწვევს. ვარსკვლავები გირჩევენ, ეს დღე სასიამოვნო კომპანიაში გაატაროთ, შეკრიბოთ მეგობრები ან თავად ესტუმროთ ვინმეს. დღე დატვირთული იქნება შთაბეჭდილებებითა და ურთიერთობებით. მთავარია, ყურადღება არ გაამახვილოთ წვრილმან უსიამოვნებებზე და აკონტროლოთ ენა, რათა შემთხვევით ისეთი რამ არ თქვათ, რასაც მერე ინანებთ.

სამშაბათი, 13 იანვარი

დღეს ვარსკვლავები ორ საპირისპირო ტრენდს აწესებენ: ერთი მხრივ, დღე დიდ შესაძლებლობებს გთავაზობთ, მეორე მხრივ კი სიზარმაცეს. სამუშაომ შეიძლება აპათია გამოიწვიოს, თუმცა საქმე ჩვეულებრივზე მარტივად გაკეთდება. თუ გარემოება მობილიზებას გაიძულებთ, გამოიყენეთ არასტანდარტული, შემოქმედებითი მიდგომები. სიყვარულში დღე ხელს უწყობს საყვარელ ადამიანთან მყუდრო გარემოში ყოფნას. დღეს სიტყვები ზედმეტია: დუმილს გაცილებით მეტის თქმა შეუძლია.

ოთხშაბათი, 14 იანვარი

დღეს ვარსკვლავები მათ მხარეს არიან, ვინც წესრიგს აფასებს. თუ სამსახურში დაგვიანების გარეშე მიხვედით, წარმატებისკენ ნახევარი გზა უკვე გავლილი გაქვთ. საკმარისია დაიცვათ ელემენტარული წესები, რომ საქმეები ჩვეულებრივზე უკეთ წავიდეს. დღე ხელს უწყობს თვითორგანიზაციას, დაგეგმვასა და საქმეების მოწესრიგებას. მოსალოდნელია ძველ მეგობრებთან შეხვედრა ან ახალ პროექტებში მონაწილეობის შეთავაზება.

ხუთშაბათი, 15 იანვარი

დღევანდელ ჰოროსკოპში მთავარ როლს ამბიციური მისწრაფებები ითამაშებს. არ გაგიკვირდეთ, თუ ვინმე თქვენი ნაცნობებიდან შეეცდება საკუთარი თავის დამკვიდრებას სხვის ხარჯზე. ადამიანები, რომლებსაც დიდი მიზანი აქვთ, დღეს მისკენ განსაკუთრებული ძალით ისწრაფებენ. თუ ვინმეს მფარველობის მოპოვება გინდოდათ, ამის გაკეთება დღეს ყველაზე მარტივია: ადამიანები სიამოვნებით მოირგებენ მრჩევლის ან მზრუნველის როლს.

პარასკევი, 16 იანვარი

ვარსკვლავები გიბიძგებენ გამოიჩინოთ სიმამაცე და ენერგიულობა, დაივიწყოთ დიპლომატია. შესაძლებელია ინტერესთა კონფლიქტი და სპონტანური შეტაკებები. უსიამოვნო კამათის თავიდან ასაცილებლად, მოერიდეთ ბუნდოვანებას ურთიერთობაში. იღბალი მათ მხარესაა, ვინც კონკრეტულია და იცის, რა უნდა. ეს წესი მოქმედებს სიყვარულშიც: აიღეთ ინიციატივა თქვენს ხელში, დღეს გამარჯვება ყველაზე გადამწყვეტ ადამიანს დარჩება.

შაბათი, 17 იანვარი

დღეს წამყვან როლს ლოგიკა ითამაშებს. გადაწყვეტილების მიღება შეიძლება ჩვეულებრივზე მეტ დროს მოითხოვდეს სანამ შედეგებს რამდენიმე ნაბიჯით წინ არ გათვლით, მანამდე „კი“-ს ან „არა“-ს არ იტყვით. სამაგიეროდ, შეცდომის დაშვების ალბათობა ნულის ტოლია. დღე იდეალურია სწავლისთვის, მეცნიერებისა და დაგეგმვისთვის. ემოციები და გრძნობები დროებით მეორე პლანზე გადაინაცვლებს.

კვირა, 18 იანვარი

დღევანდელი ჰოროსკოპი ბევრ ფარულ საფრთხეს შეიცავს, განსაკუთრებით ურთიერთობებში. იყავით ფრთხილად: ვარსკვლავები მიგვანიშნებენ კონფლიქტებისა და წყენის შესაძლებლობაზე ახლობელ ადამიანებთან. დღემ მშვიდად რომ ჩაიაროს, თავი შეიკავეთ კრიტიკისგან. თუ მაინც გსურთ რაღაცის „გარკვევა“, სჯობს სახლში გენერალური დალაგება მოაწყოთ — დღე იდეალურია ამისთვის.