გიყვარს თუ არა კონტროლი: სად ჩამოჯდებოდი დასასვენებლად — ფსიქოლოგიური ტესტი
ფუმფულა დივანი
თუ გიყვართ ფუმფულა დივანზე მოხერხებულად მოკალათება, ეს შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ გაქვთ გარემოცვის კონტროლის დიდი მოთხოვნილება. ასეთი ავეჯი ხანგრძლივი დასვენებისკენ განგაწყობთ, მაგრამ ამავდროულად მიანიშნებს, რომ ადამიანი ცდილობს დაეუფლოს სივრცეს ისევე, როგორც აკონტროლებს სიტუაციებსა და ხალხს თავის ცხოვრებაში. ასეთი ადამიანებისთვის კონტროლი არის გზა, რათა დარწმუნდნენ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, რაც მათ უსაფრთხოების განცდას ანიჭებს.
პატარა დივანი
პატარა დივნის არჩევა კონტროლისადმი უფრო დელიკატურ მიდგომაზე მეტყველებს. ეს მიუთითებს ადამიანზე, რომელიც აფასებს ორგანიზებულობასა და ეფექტურობას, თუმცა ზედმეტი აკვიატების გარეშე. მისი კონტროლი ვლინდება უნარში - მოქნილად მოერგოს და რეორგანიზება გაუკეთოს სივრცესა და სიტუაციებს ისე, რომ მოვლენებზე მართვის სადავეები არ დაკარგოს.
პუფი
თუ დასასვენებლად პუფს ამჯობინებთ, თქვენი კონტროლის მეთოდი, სავარაუდოდ, უფრო მსუბუქი და შეუმჩნეველია. პუფი უნივერსალური ავეჯია და ისინი, ვინც მას ირჩევენ, როგორც წესი, მოქნილ მიდგომას იყენებენ, ერგებიან გარემოებებს საკუთარი ნების თავსმოხვევის გარეშე. ეს არჩევანი სიმბოლოა ღიაობისა და სიახლეების მიღების მზაობისა, მაშინაც კი, როდესაც კონტროლის შენარჩუნებისკენ მიისწრაფვით.
სავარძელი
სავარძელი, როგორც ინდივიდუალური გამოყენების ნივთი, მიუთითებს ადამიანზე, რომელიც პირველ რიგში საკუთარ თავს აკონტროლებს. მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს წესრიგისა და პროგნოზირებადობის სურვილი, ეს უფრო საკუთარ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებში ვლინდება, ვიდრე სხვების მიმართ. სავარძელი სიმბოლოა დამოუკიდებლობისა და შინაგანი კონტროლისა, რაც მოვლენების მართვისადმი უფრო გაცნობიერებულ მიდგომას ასახავს.