Ryanair-მა დაასახელა ხუთი მიმართულება, რომლებსაც ტურისტებმა 2026 წელს ყურადღება უნდა მიაქციონ - rogor.ge

Ryanair-მა დაასახელა ხუთი მიმართულება, რომლებსაც ტურისტებმა 2026 წელს ყურადღება უნდა მიაქციონ

ბრატისლავა, სლოვაკეთი

2293372-original-1767607972.jpg

სლოვაკეთის დედაქალაქი სწრაფად ხდება ევროპაში მოკლე მოგზაურობებისთვის (City Break) ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი, სადაც მდიდარი ისტორია თანამედროვე ხიბლს ერწყმის. 2026 წლის ზაფხულისთვის Ryanair-მა ბრატისლავას მიმართულებით რეკორდული რაოდენობის 33 მარშრუტი დაგეგმა. ქალაქი ცნობილია თავისი შუა საუკუნეების ძველი უბნებითა და ციხე-სიმაგრეების განსაცვიფრებელი ხედებით. ვარაუდობენ, რომ ეს ავიაკომპანიის მგზავრთნაკადს ბრატისლავაში 70%-ზე მეტით გაზრდის.

ტირანა, ალბანეთი

tirana-vt1nkxlng-1767608037.jpg

ალბანეთის ცოცხალი დედაქალაქი არის ქალაქი, სადაც ფერადი ქუჩები, ხმაურიანი კაფეები და მთის საოცარი პეიზაჟები დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ქმნის. 2026 წლის აპრილში Ryanair ტირანაში ახალ ბაზას გახსნის სამი თვითმფრინავით და კვირაში 450 რეისს შეასრულებს 33 სხვადასხვა მარშრუტით.

პესკარა, იტალია

capture-1767607922.jpg

იტალია რჩება ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქვეყნად თავისი სანაპირო ზოლებით, ისტორიული ქალაქებითა და მსოფლიო დონის სამზარეულოთი. 2026 წლის ზაფხულში Ryanair ასობით რეისს შეასრულებს 21 მარშრუტით ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე მდებარე ამ მყუდრო ქალაქში, რომელიც ცნობილია თავისი ბრწყინვალე პლაჟებით.

რაბატი, მაროკო

rabat-morocco-northern-africa-1767608117.jpg

2026 წელს Ryanair ახალ ბაზას გახსნის მაროკოს ისტორიულ დედაქალაქში, სადაც ორ თვითმფრინავს განათავსებს. ეს საშუალებას მისცემს ავიაკომპანიას, რაბატის მიმართულებით მარშრუტების რაოდენობა 20-მდე გაზარდოს და ის ევროპის რამდენიმე მსხვილ ქალაქთან დააკავშიროს.

გდანსკი, პოლონეთი

gdansk-3-1767608154.jpg

პოლონეთის ბალტიისპირეთის მარგალიტი 2026 წელს მნიშვნელოვან იმპულსს მიიღებს Ryanair-ის რეკორდული განრიგის წყალობით, რომელიც 43 მარშრუტს მოიცავს. გდანსკი, რომელიც ცნობილია თავისი თვალწარმტაცი ძველი ქალაქით, სანაპირო ზოლითა და მდიდარი საზღვაო ისტორიით, კულტურისა და დასვენების იდეალურ კომბინაციას სთავაზობს მოგზაურებს.