2026 წლის იანვრის ჰოროსკოპი: რას უნდა ელოდოს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი - rogor.ge

როგორია 2026 წლის იანვრის ჰოროსკოპი: რას უნდა ელოდოს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი

ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)

ვერძმა ზუსტად იცის, რა სურს და მზად არის მიზნისკენ სავალ გზაზე ნებისმიერი დაბრკოლება გადალახოს. ამ თვეში თქვენი ამბიციები, ლიდერული თვისებები და შეუპოვრობა გეგმების რეალიზებაში დაგეხმარებათ. იგრძნობთ თავდაჯერებულობის, სიმტკიცისა და კრეატიულობის მოზღვავებას. ნუ დააყოვნებთ – გამოიყენეთ ყველა შანსი და ენდეთ ინტუიციას.

კურო (21 აპრილი – 21 მაისი)

იანვარი თქვენთვის განვითარებისა და მიზნების მიღწევის ახალ შესაძლებლობებს გადაგიშლით. ატმოსფერო ხელსაყრელია თანამშრომლობისთვის, კომპრომისებისა და განსხვავებული აზრების შესაჯერებლად. გამოიყენეთ ეს პერიოდი საკუთარი თავის წარმოსაჩენად და წინსვლისთვის.

ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)

თქვენ მზად ხართ ცვლილებებისთვის, სიახლეები კი დადებითი ენერგიით გავსებთ. ნუ შეგეშინდებათ რისკზე წასვლისა და ახალი რამეების გამოცდის. ამავდროულად, მნიშვნელოვანია აღიაროთ საკუთარი შეცდომები და მათგან დასკვნები გამოიტანოთ. თქვენი ადაპტაციის უნარი შინაგანი წონასწორობის პოვნაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)

თქვენი ინტუიცია იანვარში განსაკუთრებით გამძაფრებულია, რაც სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ. გამოიყენეთ თქვენი თანდაყოლილი ემპათია სხვების უკეთ გასაგებად. თვე ხელსაყრელია პარტნიორული თანამშრომლობისთვის. იპოვეთ დრო ბუნებასთან ერთიანობისთვის და გამოხატეთ მადლიერება.

ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)

ეს იდეალური დროა ახალი ნაცნობობისა და შესაძლებლობებისთვის. ხართ ენერგიითა და შემოქმედებითი შთაგონებით სავსე. გააძლიერეთ ურთიერთობა ახლობლებთან და დაამყარეთ სასარგებლო კონტაქტები. თქვენი ქარიზმა დაგეხმარებათ ყურადღების ცენტრში მოექცეთ და სასურველს მიაღწიოთ.

ქალწული (24 აგვისტო – 22 სექტემბერი)

თქვენ მძლავრ დადებით ენერგიას იგრძნობთ. გარშემომყოფების მიმართ ყურადღებიანი ხართ და მათი საჭიროებების წინასწარ განსაზღვრა შეგიძლიათ. ეს იდეალური მომენტია გეგმებისა და ოცნებების ასასრულებლად. იმოქმედეთ თამამად, რადგან მხარდაჭერა გარანტირებული გაქვთ.

სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)

თვე დატვირთული იქნება აღმოჩენებითა და შანსებით. თამამად მიიწევთ წინ და ღია ხართ ახალი გამოცდილებისთვის. სხვების მოსმენისა და გაგების უნარი პრობლემების სწრაფად მოგვარებაში დაგეხმარებათ. მიენდეთ საკუთარ ემოციებს – ისინი სწორ გზას გიკარნახებენ.

მორიელი (24 ოქტომბერი – 22 ნოემბერი)

რთული სიტუაციებიდანაც კი გამარჯვებული გამოხვალთ. გამჭრიახობა და აწონ-დაწონილი გადაწყვეტილებები წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. შესაძლოა არასტანდარტული არჩევანის გაკეთება მოგიხდეთ – ენდეთ ინტუიციას და მოგვიანებით მიხვდებით, რომ მართალი იყავით.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი – 21 დეკემბერი)

თქვენი ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი პიკზეა. მიდრეკილი ხართ პერსპექტიული შესაძლებლობების ძიებისა და გააზრებული რისკისკენ. ნუ დანაღვლიანდებით მცირე წარუმატებლობების გამო – ისინი წარმატებისკენ მიმავალი საფეხურებია. თვე ხელსაყრელია მომავალი მიღწევების დასაგეგმად.

თხის რქა (22 დეკემბერი – 20 იანვარი)

თქვენთვის იანვარი განსაკუთრებით წარმატებულია. მაღალი მოტივაცია და სიმტკიცე ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვაში დაგეხმარებათ. მიეცით გასაქანი შემოქმედებით ნიჭს და არ გაუშვათ თავის გამოჩენის შანსი. თამამი, მაგრამ გათვლილი ნაბიჯები ხელშესახებ შედეგებს მოგიტანთ.

მერწყული (21 იანვარი – 19 თებერვალი)

ნუ შეგეშინდებათ ახალი საქმეების წამოწყების. იანვარი ძალიან პერსპექტიული თვეა. ინიციატივა და კრეატიულობა მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ და საკუთარ თავსაც კი სასიამოვნოდ გააოცებთ. ენდეთ ინტუიციას და შედეგები გაგახარებთ.

თევზები (20 თებერვალი – 20 მარტი)

თქვენ ცხოვრების მნიშვნელოვან გარდამტეხ ეტაპზე იმყოფებით. თუ ჯერ კიდევ არ ხართ დარწმუნებული მიმართულებაში, ნუ იჩქარებთ. ახლა თქვენი ძალა მოთმინებაშია. იყავით ღია ახალი იდეების მიმართ – მოულოდნელი გადაწყვეტილებები თავდაჯერებულობას შეგძენთ და სწორ გზას გაპოვნინებთ.