საჭმლის მონელებისა და იმუნიტეტის გასაუმჯობესებლად, დღის ამ მონაკვეთში მიირთვით კივი - rogor.ge

საჭმლის მონელებისა და იმუნიტეტის გასაუმჯობესებლად, დღის ამ მონაკვეთში მიირთვით კივი

დილით - იმუნური ჯანმრთელობისთვის

ევროპული ჟურნალი European Journal of Nutrition აღნიშნავს, რომ კივი შესანიშნავი წყაროა ვიტამინ C-ის, რომლის შემცველობა ბევრ ციტრუსსაც კი აღემატება, მათ შორის ფორთოხალს.

ვიტამინი C აუცილებელია ძლიერი იმუნიტეტისთვის. ის მოქმედებს როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი და მონაწილეობს სხვადასხვა იმუნურ პროცესში. ანტიოქსიდანტები ეხმარებიან ორგანიზმს მავნე თავისუფალი რადიკალების კონტროლში, რომლებიც დაკავშირებულია სხვადასხვა დაავადებებთან, მათ შორის დიაბეტთან და ავტოიმუნურ დარღვევებთან.

დილით კივის მიღება ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას და საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას. ის ასევე სწრაფი ენერგიისა და ჰიდრატაციის წყაროა, ამიტომ იდეალურია დღის დასაწყებად ან ვარჯიშის შემდეგ.

დღის ნებისმიერ მონაკვეთში - მონელებისთვის

MDPI–ს ინფორმაციით, კივი მდიდარია ბოჭკოებით, რომლებიც ხელს უწყობს ჯანმრთელ მონელებას. კივი ასევე შეიცავს ფერმენტ აქტინიდინს, რომელიც ეხმარება ცხოველური ცილების და გლუტენის დაყოფას, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა მონელების პრობლემების დროს.

კივი რეკომენდებულია ყაბზობის მქონე ადამიანებისთვისაც. ორი კივის ყოველდღიური მიღება ხელს უწყობს ნაწლავების რეგულარულ მოქმედებას.

ძილის წინ ერთი საათით ადრე

ორი კივის ჭამა ძილის წინ ეხმარება სწრაფად ჩაძინებას, ამცირებს ღამის გაღვიძებებს და ზრდის საერთო ძილის ხანგრძლივობას. ეს ეფექტი დაკავშირებულია კივიში არსებული სეროტონინისა და ანტიოქსიდანტების შემცველობასთან.

სეროტონინი ნეირომედიატორია, რომელიც წესრიგში მოჰყავს ძილის ციკლს. ამიტომაც, კივის მიღება ძილის წინ დაახლოებით ერთი საათით ადრე შესაძლოა გააუმჯობესოს ძილის ხარისხი.

რა შეიცავს კივი

აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მონაცემებით, 100 გრამ ნედლ მწვანე კივი შეიცავს:

  • კალორია: 58ცილა: 1,1 გ
  • ბოჭკო: 2,1 გ
  • კალციუმი: 24 მგ
  • მაგნიუმი: 14,8 მგ
  • კალიუმი: 302 მგ
  • ვიტამინი C: 58,8 მგ

ალერგიული რეაქციის შესაძლო ნიშნებია:

  • ყელში ქავილი
  • პირისა და ენის შეშუპება
  • ყლაპვის გაძნელება
  • სუნთქვის გართულება
  • ღებინება
  • გამონაყარი
  • ხველა