რა მოამზადოთ ახალ წელს: სასუსნავი "მანდარინები", რომლებიც გემოთი და ვიზუალით გაგაოცებთ
შეამზადეთ შიგთავსი ლორი, მაგარი ყველი და მოხარშული კვერცხი ძალიან წვრილად გახეხეთ და ერთმანეთში აურიეთ.
დაამატეთ მაიონეზი და მიიღეთ ერთგვაროვანი ნაზავი. სწორედ ამ მასით შეივსება „მანდარინები“.
სტაფილოს მომზადება – მოხარშული სტაფილო გახეხეთ ყველაზე წვრილ სახეხზე. ეს ფენა იდეალურად დაფარავს ნიგვზის ზომის ბურთულას და შექმნის „მანდარინის კანს“.
ფორმირება - საკვებ პარკზე გაანაწილეთ ერთფეროვანი, თხელი ფენა გახეხილი სტაფილოს მასისა.
ცენტრში მოათავსეთ ერთ–ორ სუფრის კოვზი გულსართი.
ფრთხილად მოქაჩეთ პარკის კიდეები და ჩამოაყალიბეთ მრგვალი ბურთი ისე, რომ სტაფილოს ფენა მთლიანად ფარავდეს შიგთავსს.
დეკორი – ზედა ნაწილში პატარა ჩაღრმავება გააკეთეთ და ჩაარჭვეთ ოხრახუშის პატარა ტოტი რომ „მანდარინის კუდს“ დაგვემსგავსოს
გაციება – შედგით მაცივარში 30–40 წუთით, რათა ფორმა გამაგრდეს.
რისთვის ღირს მომზადება?
ეს „მანდარინები“ საოცრად დახვეწილი გემოს კომბინაციაა ლორი, ყველი და კვერცხი იდეალურად ერთიანდება, სტაფილოს მსუბუქი სიტკბო კი ნაზი არომატით ავსებს ნამდვილ დღესასწაულს.
ორიგინალური, გემრიელი და ძალიან ეფექტური, ასეთი „მანდარინები“ აუცილებლად გახდება თქვენი საახალწლო სუფრის ჰიტი!