როგორ შეარჩიოთ იდეალური საახალწლო საჩუქარი - საუკეთესო იდეები
პერსონალურად შედგენილი კალათა „საჩუქარი მოგონებებით“. კალათში ჩადეთ სამახსოვრო ფოტოები, ერთად გადაღებული. ბილეთები, წერილი, სიმბოლური ნივთები, არ დაგავიწყდეთ საახალწლო ტკბილეული - ყველაფერი ერთ ყუთში, ლამაზად შეფუთეთ.
წერილი მომავალი წლისთვის. ლამაზი კონვერტით, დალუქული. შეუძლია გახსნას მხოლოდ მომავალი წლის 31 დეკემბერს.
მის სახელზე შექმნილი ნაძვის ხის სათამაშო. ხელნაკეთი სუვენირი, მოხატული, ან პოლიმერული თიხისგან გამოძერწილი ფიგურა. იგივე შეგიძლიათ დაამზადებინოთ ჭიქაზეც.
მასტერკლასი. კულინარია, ფოტოგრაფია, კერამიკა - საჩუქარი, რომელიც ცოდნას ტოვებს.
ხელნაკეთი ლამპა ან კერამიკული ჭიქა, მხოლოდ მისთვის შექმნილი.
კომფორტული ნაკრები საახალწლო თემატიკის: წინდები, ჩაი, თბილი პლედი და წიგნი.
მოგზაურობის რუკა. მოგზაურობის დღიურთან ერთად.
სახლის მცენარე სიმბოლური მნიშვნელობით. მონსტერა, ფიკუსი, ზამიოკულკასი - „სიმდიდრის მცენარე“.
„გემოს მოგზაურობა“ ნამდვილი გურმანებისთვის - პატარა ყუთი მსოფლიო სანელებლებით.
სახვითი ხელოვნების პოსტერები. მხატვრის ნამუშევრების მაღალი ხარისხის პრინტები - ძალიან ტრენდულია.
სიმბოლური სამკაული დაცვის ნიშნით. თვალი, ვარსკვლავი, ნაზი გულის ვერცხლის ან მინანქრის კოლექცია.
თბილი ტექსტურა - ნაქსოვი თბილი კაშნე და ქუდი.
სმარტ-საათი.
თუ კომპიუტერული თამაშები უყვარს, გეიმერული მაუსი.
ყურსასმენები.
ვაუჩერი სილამაზის პროცედურაზე.
ხარისხიანი სასმელი.
როგორ ავარჩიოთ სწორად?
✔ იფიქრე მის გემოვნებაზე, არა — ზოგადზე
✔ გახსოვდეს: ემოცია ფასზე მნიშვნელოვანია
✔ პერსონალური დეტალი ყოველთვის ფასეულია
✔ ექსპერიმენტს ნუ შეუშინდები — ყველაზე დასამახსოვრებელი საჩუქრები ხანდახან ყველაზე უცნაურადაც კი გამოიყურება