როგორია დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12-ვე ნიშნისთვის - rogor.ge

როგორია დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12-ვე ნიშნისთვის

ვერძი

ვერძები ზამთრის დასვენების სეზონს სხვებზე ადრე გახსნიან. ამიტომ სასურველია მოგზაურობა ზამთრის კურორტებზე. იქნება ეს საკუთარ ქვეყანაში თუ საზღვარგარეთ, დაგეგმონ თვის პირველ ნახევარში. 16 დეკემბრიდან კი დასვენება აღარ გახდება საჭირო - მოგეცემათ ბედნიერი შანსი, გამოავლინოთ თქვენი უნარები და აიმაღლოთ ავტორიტეტი, განსაკუთრებით უცხოელ პარტნიორებთან.

კურო

საოცრებები, რომლებიც დეკემბერში ელოდებათ კუროს წარმომადგენლებს პირველ რიგში პროფესიულ სფეროშია. თუ მათ მიმართ სწორად მოიქცევით და იმუშავებთ, ყველაფერი თქვენი სასიკეთოდ შემოტრიალდება. ეს უკვე ნახევარი წარმატებაა. დანარჩენს დაამატებს თქვენი შრომისმოყვარეობა და გამძლეობა. ექსტრემი კი ამ პერიოდში სრულიად აკრძალულია — ასე რომ, მთის სათხილამურო ტრასები და სწრაფი მართვა სხვა დროს გადადეთ. ახლა სიფრთხილე უნდა იყოს პირველ ადგილას.

ტყუპები

ტყუპებისთვის დეკემბერი პირადი ცხოვრების მოვლენებით იქნება სავსე. ეს სიურპრიზი არ იქნება, თუმცა იმდენად სასიამოვნო იქნება, რომ ნამდვილად არ ღირს ასეთი იშვიათი შანსის დაკარგვა, შესაძლებელია ურთიერთობა საყვარელ ადამიანს სრულიად ახალ, აქამდე მიუწვდომელ დონეზე აიყვანოთ. თვის მეორე ნახევარი კი დამატებით მოგიტანთ ფულის გამომუშავების შესაძლებლობას, რაც მთელ სურათს თითქმის იდილიურ მნიშვნელობას მიანიჭებს - ასეთი პერიოდები იშვიათად ხდება.

კირჩხიბი

წლის ბოლო სამი კვირა თითქმის ყველა სფეროში იქნება დაძაბული, თუმცა მთავარი მაინც პროფესიული საკითხები გახდება - ის საქმეები, რომლებიც წინა თერთმეტ თვეში ბოლომდე ვერ მიიყვანეთ. შედეგი იქნება არა მხოლოდ ყველაფერი დასრულებული ახალი წლის წინ, არამედ მიღწეული წარმატების გამყარებაც, რაც მომავალი წლის მყარ ფუნდამენტად იქცევა.

ლომი

ლომებისთვის შთაგონების წყაროდ შეიძლება გახდეს მოულოდნელი და ძლიერი რომანი ან ბავშვებთან ურთიერთობა, განსაკუთრებით პატარებთან. ორივე შემთხვევაში ასევე მიიღებთ ძალიან შთამბეჭდავ შედეგს და შესაძლოა, ამან თქვენი პროფესიული გზა სრულიად ახალ მიმართულებამდე მიიყვანოს. მოგზაურობა უმჯობესია თვის მეორე ნახევარში, სასურველია საზღვარგარეთ. იქ შეძლებთ სასიამოვნოსთან ერთად სასარგებლოც გააერთიანოთ.

ქალწული

მთელი თვე ამ ნიშნისთვის იქნება იმისთვის, რაც ყველაზე მეტად უყვართ - წესრიგის დამყარება, სითბოს და კომფორტის შექმნა საკუთარ ახალ სახლში, სადაც შესაძლოა ამ დროს გადავიდნენ საცხოვრებლად. დეკორის შერჩევა, ხელოვნების ნიმუშების შეძენა, მათი დიდი ნაწილი სწორედ ამით იქნება დაკავებული. დეკემბრის ფინალი კი მოიტანს სიამოვნებებს, ყველაზე ხშირად ეს რომანტიკულია და ბევრი სწორედ ამ დროს დაიწყებს სიყვარულის ახალ ისტორიას.

სასწორი

გააქტიურდება კომუნიკაცია როგორც პირადად, ისე მესენჯერებით. მთავარია, არცერთი შეტყობინება არ გამოგრჩეთ, უმრავლესობა შესაძლოა უმნიშვნელო იყოს, მაგრამ მათ შორის შეიძლება გავლენიანი, პროფესიული თუ პირადი მნიშვნელობის წერილიც აღმოჩნდეს. წლის მიწურულს ქრონიკულ პრობლემებზე ფიქრის ნაცვლად ოჯახთან და სახლთან დაკავშირებული საკითხები წამოიჭრება და რაც მთავარია, ეს საკმაოდ სასიამოვნო საქმეები იქნება.

მორიელი

ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის გააქტიურდება ფინანსური სფერო, რასაც მოჰყვება პრემიისა და ანაზღაურებების მიღება, ალაგ-ალაგ ძალიან მოულოდნელი. თუმცა ყველაფერი დამსახურებულია, რადგან კავშირები, შრომა და ძალისხმევა მთელი წლის მანძილზე სწორედ ამ შედეგისკენ მიდიოდა. ახალი ნაცნობობა, რომელიც ახალ წელთან და შობასთან ახლოს შეიძლება მოხდეს, შემთხვევითი არ იქნება - ეს ადამიანი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს თქვენს მომავალში.

მშვილდოსანი

მშვილდოსნები ისედაც ძალიან იზიდავენ საპირისპირო სქესის ყურადღებას, მაგრამ ამჯერად საერთოდ შეუძლებელი გახდება მათ მიმართ გულგრილობა. თუ გავითვალისწინებთ, რომ მათ დაემატებათ სიმამაცე, ზოგჯერ სულაც სითავხედე, გასაგები ხდება, რომ ვერაფერი დაბრკოლება ვერ შეუშლით ხელს მიზნების მიღწევაში. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ამ დროს თქვენს ნიშანში შავი მთვარე შევა და ყველაფერზე მოგთხოვთ პასუხს.

თხის რქა

თხის რქებისთვის დეკემბერი არის აუდიტის პერიოდი: უნდა გააანალიზონ თითქმის ყველა მოვლენა, რაც გასულ წელს მოხდა, პროფესიული თუ პირადი. უნდა დაფიქრდნენ საკუთარ ნაბიჯებზე და დასკვნები გამოიტანონ, როგორც დადებითი, ისე ნეგატიური. თვის ბოლო კვირებში კი დასვენების ნაცვლად მოუწევთ მოქმედება სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა პრიორიტეტი იქნება კარიერა, ფული და ბიზნესი.

მერწყული

მერწყულებისთვის ახალი წლის და შობის აღნიშვნა არასდროს არის ადრე. ისინი დაიწყებენ შეხვედრებს, კორპორაციულ წვეულებებს და ზოგადად ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებას. მათთვის დიდი არაფერია საჭირო, კარგი განწყობა სრულად საკმარისია, და მის დეფიციტს ნამდვილად ვერ დაინახავენ. ახალი ნაცნობობა კი შეიძლება აღმოჩნდეს არა უბრალოდ სასიამოვნო ადამიანი, არამედ ჭეშმარიტი თანამოაზრე.

თევზები

თევზებისთვის დეკემბერი პროფესიული წარმატების დროა, ისინი მოახდენენ შთაბეჭდილებას პოტენციურ დამსაქმებლებზე, რაც საშუალებას მისცემთ არა მხოლოდ იმუშაონ, არამედ კარგადაც გამოიმუშაონ. დღესასწაულების წინ ფული არასდროს არის ზედმეტი. შეხვედრა, რომელიც წლის დასასრულს მოხდება, შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს — ამიტომ არ იჩქაროთ იმ ადამიანის უარყოფა, ვინც თქვენთან დაარსების სურვილს გამოვლენს, თუნდაც პირველი შთაბეჭდილებით იდეალური არ იყოს.