კვირის ფინანსური ჰოროსკოპი: ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელის შემოსავალი 24-30 ნოემბრის პერიოდში
♈ ვერძი
მოსალოდნელი მოგების მისაღებად მთავარი პირობა დაჟინებული, თანმიმდევრული მუშაობაა. „ციდან მანანას“ მოლოდინი შედეგს არ გამოიღებს - რაც მართალია, ვერძებს არც სჩვევიათ.
♉ კურო
თუ მომავალზე მნიშვნელოვან პროფესიულ და, შესაბამისად, ფინანსურ მიზანს ისახავთ, ზუსტად უნდა იცოდეთ, რა შედეგს ელით. სიცხადე წარმატების გარანტია.
♊ ტყუპები
არავითარ შემთხვევაში არ მიატოვოთ საქმე, თუნდაც მოგეჩვენოთ, რომ ვერ მიდის ისე, როგორც გინდათ. სინამდვილეში ფინიშამდე ბოლო ნაბიჯიღა გაკლიათ.
♋ კირჩხიბი
ვარსკვლავები იშვიათ შანსს გაძლევენ ჩაერთოთ დიდ მასშტაბურ, შესაძლოა საერთაშორისო პროექტშიც. ის არა მხოლოდ საინტერესოა, არამედ საკმაოდ შემოსავლიანიც.
♌ ლომი
ბედნიერი დროა გრძელვადიანი ფინანსური პროექტის დასაწყებად. დივიდენდებს საკმაოდ მალე მიიღებთ, ამიტომ არ ღირს გადადება.
♍ ქალწული
დაბრუნება ძველ პროექტთან, რომელიც ადრე გვერდზე გადადეთ, მოულოდნელად ძალიან პერსპექტიული აღმოჩნდება, როგორც პროფესიულად, ისე ფინანსურად.
♎ სასწორი
ეს კვირა არ არის საუკეთესო დრო ფინანსური ხელშეკრულებებისთვის. არც გრძელვადიანისთვის და არც მოკლევადიანისთვის. არსებობს დიდი რისკი, რომ თანამოსაუბრემ ან გარემოებებმა გიღალატონ.
♏ მორიელი
არ დაიწყოთ რთული, შრომატევადი საქმეები: ძალასაც ბევრს დაგახარჯვინებთ და დროებსაც, შედეგი კი მინიმალური ან უარესი - უარყოფითიც იქნება.
♐ მშვილდოსანი
ხელმძღვანელობასთან კომუნიკაცია ამ პერიოდში მოსალოდნელ შედეგს, განსაკუთრებით ფინანსურს არ მოგიტანთ. მათი განწყობა მთელი კვირის განმავლობაში არასტაბილური იქნება.
♑ თხის რქა
ნებისმიერი საქმე, რომელიც დიდი ხნის ოცნებად გქონდათ ქცეული, ახლა ყველაზე ხელსაყრელ პირობებში განხორციელდება, სწრაფად, მარტივად და თითქმის ძალისხმევის გარეშე.
♒ მერწყული
ბალანსის დაცვაზე დამყარებული ფინანსური ოპერაციები განსაკუთრებულად წარმატებული იქნება. დებეტისა და კრედიტის სწორად გამოყენებით შეგიძლიათ მოულოდნელად კარგი მოგებაც მიიღოთ.
♓ თევზები
არ დააბანდოთ თქვენი ფინანსები მაშინ, თუ სიტუაცია იდეალურად მომგებიანი გეჩვენებათ. ეს მხოლოდ ილუზიაა და შეიძლება საპირისპირო შედეგი გამოიღოს.