როგორ მოვამზადოთ რულეტი "ბაუნტი" ცხობის გარეშე - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ რულეტი "ბაუნტი" ცხობის გარეშე

ორცხობილა (პეჩენია) დაფქვით - შეიძლება ბლენდერითაც. რაც უფრო ფქვილისებური იქნება, მით უკეთესი გამოვა ტექსტურა. შეურიეთ შაქარი და კაკაო, შემდეგ დაასხით რძე/წყალი და მოზილეთ ერთიანი, მჭიდრო მასა.

გააკეთეთ კრემი „ბაუნტი“. რბილ კარაქს შეურიეთ შესქელებული რძე. დაამატეთ შაქარი და ქოქოსი. თუ გიყვართ ნაკლებად ტკბილი დესერტები, შაქარი შეამცირეთ ან 1–2 კოვზი არაჟანი დაამატეთ მსუბუქად მჟავე გემოსთვის.

რულეტის ჩამოყალიბება: პერგამენტზე გადმოიტანეთ ცომი და გააბრტყელეთ მართკუთხედის ფორმით - ზედაპირი თანაბარი უნდა იყოს. ზემოდან თანაბრად გადაანაწილეთ კრემი. შემდეგ ფრთხილად გაახვიეთ, პერგამენტის დახმარებით, რულეტის ფორმით.

რულეტი მჭიდროდ გაახვიეთ პერგამენტში და 30 წუთით შედგით საყინულეში. შემდეგ შეინახეთ მაცივარში და სურვილისამებრ დაჭერით თანაბარ ნაჭრებად.