ნუტრიციოლოგმა 50 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის ეს კერძი №1 რეკომენდაციად დაასახელა
ორაგული, ბულგური და ისპანახი - ეს არის იდეალური კომბინაცია ჯანსაღი დაბერებისა და ენერგიის შესანარჩუნებლად.
ორაგული
ნამდვილი სუპერ–პროდუქტია. ის მდიდარია მაღალი ხარისხის ცილებით, რაც ხელს უშლის ასაკთან დაკავშირებულ კუნთების მასის დაკარგვას. გარდა ამისა, შეიცავს D ვიტამინს ძვლების სიმტკიცისთვის, B12 ვიტამინს ენერგიისთვის და ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ამცირებენ ანთებას და აძლიერებენ ტვინის ფუნქციას.
როგორ მოვამზადოთ ორაგული ნივრიან ნაღების სოუსში
ბულგური
შესანიშნავი ბოჭკოს წყაროა. ასაკთან ერთად მონელების სისტემა ნელდება, ხოლო ბულგური აუმჯობესებს ნაწლავების მუშაობას, არეგულირებს ქოლესტერინს და ამცირებს შაქრის დონეს სისხლში. ის ასევე შეიცავს მაგნიუმს და მანგანუმს - ელემენტებს, რომლებიც აუცილებელია ძვლების სიმტკიცისა და კუნთების ჯანმრთელობისთვის.
როგორ მოვამზადოთ ბულგური - ფლავის გემრიელი ალტერნატივა
ისპანახი
ტვინისა და თვალების მთავარი დამცველია. კვლევების მიხედვით, ერთი ულუფა ისპანახი ამცირებს კოგნიტიური ფუნქციების დაქვეითების რისკს, აძლიერებს ძვლებს და შეიცავს ლუტეინსა და ზეაქსანტინს, რომლებიც იცავენ მხედველობას ასაკობრივი ცვლილებებისგან.
როგორ მოვამზადოთ ბატატი ისპანახით, ავოკადოთი, სოკოთი და ფეტათი
დიეტოლოგის თქმით, ასეთი თეფში ორაგულით, ბულგურით და ისპანახით - არამხოლოდ აძლიერებს იმუნურ სისტემას, არამედ ეხმარება ორგანიზმს აქტიურ და ჯანმრთელ მდგომარეობაში დარჩენაში 50 წლის შემდეგაც.