ცხენის წაბლს ვედროებით შეაგროვებთ: როგორ გამოიყენოთ უამრავი საყოფაცხოვრებო პრობლემის გადასაჭრელად - rogor.ge

ცხენის წაბლს ვედროებით შეაგროვებთ: როგორ გამოიყენოთ უამრავი საყოფაცხოვრებო პრობლემის გადასაჭრელად

როგორ გამოვიყენოთ ცხენის წაბლი ყოველდღიურობაში: 5 ეფექტური გზა

ბუნებრივი სარეცხი საშუალება

ცხენის წაბლში შემავალი ნივთიერებები, საპონინები ქაფს ქმნიან ისე, როგორც ჩვეულებრივი სარეცხი საშუალებები. აიღეთ 5–6 დაჭრილი ცხენის წაბლი, დაასხით ცხელი წყალი და გააჩერეთ რამდენიმე საათით. გაფილტრეთ და მიიღებთ თხევად გელს, რომელიც შესანიშნავად აშორებს ახალ ლაქებს, არ აღიზიანებს კანს და უსაფრთხოა ალერგიულებისთვისაც.

ჰაერის გამწმენდი და მტვრის გამქრობელი

ცხენის წაბლი ბუნებრივად შთანთქავს ტენიანობასა და მტვერს. მოათავსეთ რამდენიმე ნაყოფი თასებში და დადგით ოთახებში, განსაკუთრებით სასარგებლოა შემოსასვლელში, აბაზანასა და ნაგვის ურნასთან. ის ასევე აშორებს უსიამოვნო სუნს. ყოველ 3 თვეში შეცვალეთ ახალი წაბლით, ხოლო ძველი შეგიძლიათ ბაღში, სასუქად გამოიყენოთ.

როგორ გამოვიყენოთ ცხენის წაბლი - მოაშორეთ სახლიდან ობობები და მოამზადეთ ნაყენი სახსრებისთვის

ბუნებრივი საშუალება ჩრჩილისა და მწერების წინააღმდეგ

ცხენის წაბლი შესანიშნავად აფრთხობს ჩრჩილს და სხვა პატარა მწერებს. მოათავსეთ ისინი კარადებში, ტუმბოებში ან თეთრეულის უჯრებში. ეფექტის გასაძლიერებლად შეგიძლიათ შეურიოთ ლავანდა ან პიტნის ფოთლები - მიიღებთ სასიამოვნო არომატსაც და ბუნებრივ დაცვასაც.

მასაჟი და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება

ცხენის წაბლი შესანიშნავი მასაჟის საშუალებაა. ჩაყარეთ რამდენიმე ნაყოფი ტაშტში და გადააგორეთ ფეხის გულებით ან ხელისგულებით, ეს აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს დაღლილობას და განსაკუთრებით ეხმარება მათ, ვისაც ვარიკოზის პრობლემა აქვს. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ „ცხენის წაბლის ხალიჩაც“ გააკეთოთ — მოათავსეთ ისინი ქსოვილის ჩანთაში და ყოველდღე რამდენიმე წუთით გამოიყენეთ.

ენერგეტიკული დამცავი და სიმდიდრის სიმბოლო

მრავალი საუკუნის განმავლობაში ცხენის წაბლი მიიჩნეოდა სახლისა და ოჯახის დამცველად. ჩვენი წინაპრები მას დებდნენ ქურთუკის ჯიბეში, ფეხსაცმელში ან კარის ზღურბლთან. მიაჩნდათ, რომ ის აშორებდა ცუდ ენერგიას და ავადმყოფობას. დღესაც ბევრს სჯერა, რომ სამი ცხენის წაბლი ჩანთაში ან კარებთან კეთილდღეობისა და წარმატების ნიშანია.

ასე რომ, თუ შემოდგომის დღეს ქუჩაში სეირნობისას გზაზე ცხენის წაბლს გადააწყდებით, ნუ აუვლით გვერდით. შეაგროვეთ, ბუნების ეს უბრალო ნაყოფი შესაძლოა თქვენი სახლის საუკეთესო დამხმარე აღმოჩნდეს.

როგორ მოვაშოროთ ცხიმი და ჭუჭყი მარტივად ტანსაცმელს ცხენის წაბლის გამოყენებით