როგორ მოვამზადოთ Avgolemono - სუპი, რომელიც ნებისმიერ ავადმყოფობას კურნავს
- ქათამი მარილითა და სანელებლებით შეანელეთ და ტაფაში და შებრაწეთ, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს.
- შემდეგ გადადგით გვერდზე.
- იმავე ჭურჭელში ხახვი, ნიორი, სტაფილო და ნიახურის ძირები მოშუშეთ, დაამატეთ იტალიური სანელებლები და შემდეგ ბულიონი.
- ქათამი ისევ ბულიონში ჩააბრუნეთ და ნელ ცეცხლზე 45 წუთით ადუღეთ, სანამ კარგად არ დარბილდება.
- შემდეგ ხორცი ამოიღეთ, დაქუცმაცეთ და ისევ სუპს დაუმატეთ.
- ჩაყარეთ ორზოს მაკარონი და ადუღეთ 8–10 წუთი.
- ცალკე ჯამში კვერცხები ათქვიფეთ, დაუმატეთ ლიმონის წვენი და ცედრა.
- ნელ-ნელა, თხელი ნაკადით, დაასხით ცოტაოდენი ცხელი ბულიონი, თან სწრაფად ურიეთ, რომ კვერცხი არ აიჭრას.
- მიღებული ნარევი ფრთხილად ჩაასხით სუპში და კარგად აურიეთ.
- ცხლად მიირთვით, მორთეთ ახალი კამით ან ოხრახუშით და ზეითუნის ზეთის წვეთით.