როდის და როგორ მოვამზადოთ კოლიო, რა განსხვავებაა კორკოტს და კოლიოს შორის
ლეგენდა იულიანე მეფისა და კოლიოს ძველი მომზადების ხერხის შესახებ
ლეგენდის თანახმად, კონსტანტინეპოლის მეფემ, იულიანემ უარყო ქრისტე და კერპთაყვანისმცემლობას შეუდგა. მან იცოდა, რომ დიდმარხვის პირველ კვირას მორწმუნენი მარხვას განსაკუთრებით წმინდად ინახავდნენ და ამიტომ უბრძანა ქალაქის თავს, მთელი კვირის მანძილზე ყოველდღე შეებღალა ბაზარში გასაყიდი სანოვაგე სამსხვერპლო ცხოველთა სისხლით. მეფის ბრძანება შესრულდა. კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოს ევდოქსის გამოეცხადა წმინდა თეოდორე ტირონი, რომელიც მრავალი წლის წინათ ეწამა ქრისტესთვის და ამცნო, რომ საზრდელი ნაკერპალის სისხლით იყო შებილწული. მისი რჩევით ქრისტიანები მთელი კვირის განმავლობაში კოლიოს - თაფლთან ერთად მოხარშული ხორბალს ამზადებდნენ და მიირთმევდნენ.
რა განსხვავებაა კორკოტსა და კოლიოს შორის?
კორკოტი დაღერღილი ხორბლით მზადდება, მარილით და კარაქით. ზოგ რეგიონში მას მოშუშულ ხახვსაც უმატებენ. კოლიო კი მზადდება თაფლით, ნიგვზითა და ქიშმიშით.
როგორ მოვამზადოთ კოლიო
კარგად გარეცხეთ დაგაწურეთ ხორბალი, შემდეგ დატოვეთ რამდენიმე საათით წყალში.
ნაზად გარეცხეთ ცივი წყლით და დადგით საშუალო ცეცხლზე. როცა ადუღდება, პირველი წყალი გადააქციეთ, ისევ დაასხით ცივი წყალი და კვლავ დადგით ცეცხლზე.
მოხარშული ხორბალი გადადეთ და სასურველია დატოვოთ ოდნავ ნესტიანი,არ გააშროთ ბოლომდე. 300 მლ. წვენი გადაინახეთ ცალკე.
დაამატეთ მარილი და შაქარი, სასურველია კარგად მოურიოთ. შემდეგ შეფუთეთ ტილოთი ან რაც შეიძლება ჰერმეტულად. დატოვეთ რამდენიმე საათი ან მთელი ღამე.
მეორე დილას შეამოწმეთ: თუ ზედმეტად გასქელდა, დაამატეთ გადანახული წყალი. შემდეგ დაუმატეთ თაფლი, ქიშმიში და გატარებული ნიგოზი. დაჭრილი ნიგოზი მსუბუქად მოხალეთ და ჩაამატეთ. კარგად მოურიეთ.
გემოვნებით, შეგიძლიათ დაამატოთ 1 ს/კ. ხსნადი ყავა.
როდის ამზადებენ კორკოტს
კორკოტი მზადდება ტრადიციულად:
შობის წინა დღეს, სულთმოფენობასა და კვირაცხოვლობას, მიცვალებულის “თავზე”, “ორმოცზე”, “წლისთავზე”. ასევე ახალი წლის მისალოც დღეებში.
კანგაცლილი ხორბალი მოხარშეთ კარგად, მარილით შეაზავეთ, თეფშზე დასხმულს შუაში ჩაუდეთ კარაქი და გემრიელად მიირთვით ცხელ-ცხელი.