2025/26 მოდური ჩანთები შემოდგომა-ზამთრისთვის: ტოპ 3 აუცილებელი მოდელი
მოცულობითი შოპერი ან ტოუთი
უკვე რამდენიმე სეზონია, ეს მოდელი შეუცვლელია და 2025 წლის შემოდგომაზეც ისევ ტრენდშია. რბილი შოპერები ნატურალური ტყავისგან ან ზამშისგან საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვინც კომფორტსა და ელეგანტურობას აერთიანებს. დიდი მოცულობის წყალობით მარტივად იტევს ყველაფერს: ლეპტოპს, კოსმეტიკას თუ ყოველდღიურ ნივთებს. ფერთა პალიტრიდან საუკეთესო არჩევანია ნეიტრალური ტონები: ბეჟი, შოკოლადი, გრაფიტი, მოყავისფრო-მოწითალო.
კროსბოდი
საშუალო ზომის კროსბოდი must-have აქტიური გოგონებისთვის, რომლებიც მუდმივად მოძრაობაში არიან. 2025-ში ყურადღება მიაქციეთ როგორც გლუვ, ისე ტექსტურიანი ტყავის მოდელებს. ასეთი ჩანთა სტრუქტურულ იერს მატებს ლუქს და ამავდროულად რჩება კომფორტული ყოველდღიურობაში. კროსბოდი შესანიშნავად ეხამება როგორც ელეგანტურ პალტოს, ისე მოცულობით დუტს და ნაქსოვ სვიტერს.
აქცენტური ჩანთა
სეზონის კიდევ ერთი ტრენდი გამბედავი ფერები და ტექსტურები. წითელი, ლურჯი, მწვანე ან ცხოველის პრინტით გაფორმებული ჩანთა საუკეთესო გადაწყვეტილებაა იმისთვის, რომ უბრალო, საბაზისო ლუქიც კი დაუვიწყარი გახადოთ. მთავარია, ჩანთა არ ჩაიკარგოს ყოველდღიურ ჩაცმულობაში, ის უნდა იყოს იერის მთავარი „ვიზუალური გმირი“.
სტილისტის რჩევები
ოფისისთვის საუკეთესო არჩევანია ტოუთი. თუ ყოველდღე მოძრაობაში ხართ აირჩიეთ კროსბოდი. თუ გინდათ ფერისა და ხასიათის დამატება აქცენტური ჩანთა თქვენი მთავარი მოკავშირეა.
შემოდგომა–ზამთარი ის დროა, როცა აქსესუარები უბრალოდ ლუქის ნაწილი კი არა, მისი ცენტრი ხდება. არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების, დააფასეთ ადგილობრივი ბრენდები და აირჩიეთ ჩანთები, რომლებიც თქვენს პიროვნებას გამოხატავს.