ფინანსური ჰოროსკოპი კვირისთვის: ზოდიაქოს რომელ ნიშანს ელოდება შემოსავალი 22–28 სექტემბერს - rogor.ge

ფინანსური ჰოროსკოპი კვირისთვის: ზოდიაქოს რომელ ნიშანს ელოდება შემოსავალი 22–28 სექტემბერს

ვერძი

არ ღირს საკუთარი თავი ზედმეტად დატვირთოთ პროფესიული და განსაკუთრებით ფინანსური საკითხებით, ენერგია მინიმუმზეა. უმჯობესია კვირა დაუთმოთ დასვენებას.

კურო

პროექტი, რომელზეც მუშაობთ, ფინიშს უახლოვდება. ახლა უკან დახევა არ შეიძლება, საჭიროა ბოლო ბიძგი მიზნის მისაღწევად.

ტყუპები

შესაძლოა ირგვლივ მყოფთაგან ზოგიერთმა ფინანსურად მოგატყუოთ. მოუსმინეთ ინტუიციას, ის დაგეხმარებათ გაიგოთ, ვინ არის გულწრფელი და ვინ არა.

კირჩხიბი

წარმატება როგორც პროფესიული, ისე ფინანსური ექნებათ მათ, ვინც კვირის დასაწყისში დეტალურ სამოქმედო გეგმას შეადგენს და მას არ გადაუხვევს.

ლომი

შესანიშნავი დროა საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. პარტნიორები მზად იქნებიან საერთო ენის საპოვნელად, ამიტომ შეგიძლიათ თამამად განიხილოთ ფინანსური საკითხებიც.

ქალწული

პროფესიული საკითხების მოგვარებისას სიჩქარეს ერიდეთ. ფაციფუცმა შეიძლება არა მხოლოდ სხვების სიცილი გამოიწვიოს, არამედ ფინანსური ზარალიც.

სასწორი

პროფესიულ და ფინანსურ საკითხებში სარგებელი მიიღება, თუ სიტუაციას ახალი კუთხით შეხედავთ. უჩვეულო მიდგომა მოგებასაც გაზრდის.

მორიელი

ენერგიის მაქსიმუმი, რაც კვირაში გექნებათ, მუშაობას მოახმარეთ. შედეგად მიიღებთ იშვიათ პროფესიულ და ფინანსურ წარმატებებს.

მშვილდოსანი

კვირა საუკეთესოა წარსულში დაშვებული შეცდომების გასაანალიზებლად. არ იკმაროთ მხოლოდ გამოსწორებით, გააკეთეთ სწორი დასკვნებიც.

თხის რქა

ახლა დროა გვერდზე გადადებული პროექტების განხორციელებისა. კვირა ხელსაყრელია როგორც პროფესიული, ისე ფინანსური გეგმების რეალიზაციისთვის.

მერწყული

თავი შეიკავეთ იმ ადამიანებთან საერთო საქმეებისგან, ვინც თქვენთვის უსიამოვნოა. ასეთ შემთხვევაში ყველაფერი გაფუჭდება და ფინანსური სარგებელიც არ იქნება.

თევზები

ნებისმიერ პროექტზე ეტაპობრივად უნდა იმუშაოთ. სწრაფი და ერთჯერადი მოქმედებით შედეგს ვერ მიაღწევთ. საუკეთესო სტრატეგიაა ნაბიჯ-ნაბიჯ, თანმიმდევრული მუშაობა.