როგორია 14 ცვლილება iOS 26-ში, რის გამოც ნამდვილად ღირს iPhone-ის განახლება - rogor.ge

როგორია 14 ცვლილება iOS 26-ში, რის გამოც ნამდვილად ღირს iPhone-ის განახლება

დიზაინი „თხევადი მინა“

aiponi1-1758101409.jpg

ყველა აიქონი, "შაქაღალდე" და სისტემური ღილაკი ნახევრად გამჭვირვალე გახდა და მიიღო ახალი ანიმაციები. სტანდარტული აპლიკაციების ლოგოები ახლა ერთგვარად აერთიანებს ძველი iOS-ის დეტალიზებულ სტილს და ბოლო წლების მინიმალიზმს.

ადაპტური ენერგო-რეჟიმი

ახალი Adaptive Power ინარჩუნებს ბალანსს: ამცირებს ენერგომოხმარებას, როცა iPhone ზედმეტად ხურდება ან სწრაფად იცლება, მაგრამ ისე, რომ მოწყობილობის მუშაობა ნაკლებად შეიგრძნოს მომხმარებელმა. ხელმისაწვდომია მხოლოდ iPhone 15 Pro და 16 სერიაზე.

ახალი აპი „გადახედვა“

მომხმარებლებს შეუძლიათ PDF-ების გახსნა და რედაქტირება უშუალოდ ამ აპში, დოკუმენტების სკანირება და ავტომატურად „ფაილებში“ შენახვა.

სპამისა და ფიშინგის ფილტრაცია

„შეტყობინებებში“ საეჭვო SMS-ები და ბმულები ავტომატურად ხვდება ცალკე საქაღალდეებში. „სპამი“ და „უცნობი გამომგზავნები“.

ფავორიტი კონტაქტები ზარის აპში

ახლა უკვე შესაძლებელია ყველაზე ხშირად გამოყენებული კონტაქტების მიმაგრება. ზარი მხოლოდ ერთი შეხებით.

ახალი ბატარეის სტატისტიკა

„ბატარეის“ განყოფილებაში დაემატა ინფორმაცია, რომელი აპლიკაცია რა რაოდენობით ხარჯავს ენერგიას კონკრეტულ დღეს.

ნაგულისხმევი აპების სწრაფი არჩევა

Mail, Messenger, Translator, Password Manager და სხვა. ახლა შეგიძლიათ სისტემური აპი მარტივად შეცვალოთ სასურველი ალტერნატივით.

განახლებული „კამერა“

ფოტო/ვიდეო რეჟიმებს შორის გადართვა უფრო მარტივი გახდა. ასევე გამოჩნდება გაფრთხილება, თუ ლინზა ჭუჭყიანია.

„ფოტოებში“ ორი ტაბი

გალერეა გაიყო ორ ნაწილად: „მედიათეკა“ (ყველა ფოტო და ვიდეო ქრონოლოგიურად) და „კოლექციები“ (ალბომებითა და ტიპებით დალაგება).

მაღვიძარას მოქნილი „დაპაუზება“

ახლა შესაძლებელია დროის არჩევა, რამდენი წუთით გადაიდოს მაღვიძარა: 1-დან 15 წუთამდე.

უფრო ჭკვიანი სკრინშოტები

სქრინზე დაფიქსირებული თარიღი და მისამართი პირდაპირ კალენდარში ემატება. Google-ში სურათით ძიება და ChatGPT-ს შეკითხვები (Apple Intelligence-ით).

ახალი აპი „თამაშები“

მოწყობილობაზე გაჩნდა ერთიანი ჰაბი თამაშებისთვის, App Store-ისა და Apple Arcade-ის რეკომენდაციებით, მეგობრების აქტივობით და მიღებული მიღწევებით.

FaceTime-ის დაცვა

თუ ვიდეოზარში დაფიქსირდება შეუფერებელი კონტენტი, ეკრანზე არ გამოჩნდება. ფუნქცია განსაკუთრებით ბავშვების უსაფრთხოებისთვისაა.

AirPods-ის ავტომატური პაუზა ძილისას

თუ საყურებლად მუსიკით ან პოდკასტით იძინებთ, iOS 26 თავად აჩერებს კონტენტს, როგორც კი დააფიქსირებს, რომ ჩაგეძინათ. ფუნქცია მუშაობს AirPods Pro 2, AirPods 4 და Beats-ის ახალ მოდელებზე.