როგორ გაყინოთ სწორად პომიდორი, რომ მთელი ზამთარი გემრიელი პომიდორი მიირთვათ
რატომ ღირს პომიდვრის გაყინვა
ინარჩუნებს ბუნებრივ გემოს და არომატს;
არ საჭიროებს მარილს, ძმარს ან სხვა ქიმიურ დანამატებს;
უნივერსალურია – გამოდგება ბორშისთვის, სოუსებისთვის, მოსაშუშად;
ზამთარში ზოგავს დროს: გამოიღებ მაცივრიდან და მოამზადებ.
გაყინვის ვარიანტები
1. მთლიანი პომიდორი უკანოდ – იდეალურია ბორშჩისთვის, რაგუსა და სხვა ჩაშუშული კერძებისთვის.
როგორ გავყინოთ:
კარგად გარეცხეთ პომიდვრები და გააკეთეთ ჯვარედინი ჭრილი;
ჩაყარეთ ადუღებულ წყალში 1 წუთით, შემდეგ გადაიტანეთ ცივ წყალში;
მოაშორეთ კანი, კარგად გააშრეთ და ჩაალაგეთ პაკეტებში ან კონტეინერებში;
გაყინეთ პორციებად
სასურველია გამოიყენოთ საშუალო ზომის, ხორციანი ჯიშები.
2. დაჭრილი კუბებად – მოხერხებულია სოუსებისთვის, საწებლებისთვის
როგორ გავყინოთ:
გარეცხეთ პომიდვრები, დაჭერით კუბებად ან ნაჭრებად;
ჩაალაგეთ პაკეტებში ან კონტეინერებში, გამოუშვით ჰაერი და გაყინეთ.
3. პომიდვრის პიურე ან წვენი – იდეალურია სოუსებისა და საწებლებისთვის.
როგორ გავყინოთ:
პომიდვრები გაატარეთ ბლენდერში ან ხორცსაკეპში;
სურვილისამებრ ადუღეთ 5–10 წუთი, რომ უფრო შესქელდეს;
გააციეთ და გადაანაწილეთ კონტეინერებში ან ზიპ-პაკეტებში.
4. ჩერი პომიდორი მთლიანი – ინარჩუნებს ფორმას და გემოს, შესანიშნავია ღუმელში შესაწვავად ან გარნირად.
როგორ გავყინოთ:
უბრალოდ გარეცხეთ, გააშრეთ და დაალაგეთ კონტეინერებში.
რა უნდა გაითვალისწინოთ
გამოიყენეთ მჭიდრო პაკეტები ან პლასტმასის კონტეინერები, რომ პომიდორმა არ შეიწოვოს მაცივრის სუნები.
აუცილებლად დააწერეთ გაყინვის თარიღი.
არ გაყინოთ განმეორებით.
ასეთი პომიდორი ინახება 10–12 თვემდე. ზამთარში გაყინული პომიდორი თქვენს კერძებს ისეთივე არომატს შემატებს, როგორც სეზონზე ახალი.