როგორ მოვამზადოთ ბრინჯის პუდინგი: უჩვეულო და ბიუჯეტური დესერტის რეცეპტი - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ბრინჯის პუდინგი: უჩვეულო და ბიუჯეტური დესერტის რეცეპტი

კარგად გარეცხეთ ბრინჯი ცივ წყალში. გადაიტანეთ ქვაბში, დაასხით წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე.

ადუღების შემდეგ ცეცხლი შეამცირეთ და ხარშეთ კიდევ 15 წუთი.

შემდეგ დაუმატეთ 400 მლ რძე და ხარშეთ დამატებით 10 წუთი.

გადმოდგით ცეცხლიდან, ჩაუმატეთ კარაქი და გააციეთ.

გაცივებულ ბრინჯს დაუმატეთ მანანის ფაფა, შაქარი, კვერცხი, მარილი და ვანილი.

ყველაფერი დააბლენდერეთ, სანამ ერთგვაროვანი მასა არ მიიღება.

ფორმას დაუფინეთ საცხობი ქაღალდი და გადაასხით მიღებული ცომი.

გამოაცხვეთ 180°C ტემპერატურაზე დაახლოებით 40–70 წუთი, სანამ ზედაპირი ოქროსფერი გახდება.

ცალკე ქვაბში გააცხელეთ მაყვლის პიურე. სახამებელი გააზავეთ წყალში და ჩაუმატეთ პიურეს. მიიყვანეთ ადუღებამდე და ხარშეთ 5 წუთი, სანამ სოუსი არ შესქელდება.

მიღებული მაყვლის სოუსი გადაასხით პუდინგს და გააციეთ ოთახის ტემპერატურაზე.

brinjis-pudingi2-1757916933.jpg